in

2023 წელს საყიდელი საუკეთესო მანქანები ავტომატური გადაცემათა კოლოფით

რამდენიმე ათწლეულის წინ ავტომატური გადაცემათა კოლოფი მტრად ეჩვენებოდათ ისეთ მძღოლებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მართვისგან გამოწვეული სიამოვნება მხოლოდ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შეუძლია მოგანიჭოს. თუმცა ტექნოლოგიამ თავისი უპირატესობა მალე აჩვენა და ავტომატიკურმა მანქანებმა მსოფლიო დაიპყრო. 

თანამედროვე ავტომატური გადაცემათა კოლოფი უფრო გლუვი და დახვეწილია, ისინი სწრაფადაც დადიან და გვხვდება უდიდეს სპორტულ ბრენდებშიც. ამიტომ ქვემოთ თქვენ იხილავთ 10 საუკეთესო ავტომატურ მანქანას, რომლებიც 2023 წელს იყიდება.

Skoda Octavia DSG

Volkswagen Group-მა DSG, ორმაგი გადაჭიმვის გადაცემათა კოლოფები დიდი ხანია შემოიტანა და წარმატებით დაამკვიდრა ის არა მხოლოდ სპორტულ მანქანებში, SUV-ებსა და კომერციულ მანქანებში, არამედ Skoda Octavia-შიც, რომელიც დიდი ხანია მისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტია.

სიჩქარის ან მოძრაობის ცვლილებაზე გლუვი რეაგირებითა და მაღალი დახვეწილობის მაჩვენებლით, Skoda Octavia ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად მოიაზრება ქალაქში სასიარულოდ.

BMW 3 Series

BMW-ს ეს სერია ბრწყინვალედ მიიჩნევა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი სწორედ გადაცემათა კოლოფია, რომელიც 8 სიჩქარისგან შედგება. გადაცემათა კოლოფი დახვეწილია და არაჩვეულებრივად ეხმარება მძღოლს მართვისას, შეუფერხებლად გადადის სწორ გადაცემაში, როცა ეს გჭირდებათ. ავტომობილი ასევე გამოირჩევა ორმაგეკრანიანი iDrive 8 საინფორმაციო გასართობი სისტემით, რომელიც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას.

Porsche 911

Porsche კარგად და ნამდვილად მაღლა დგას ავტომატური გადაცემათა სისტემის მიმართულებით. ბევრი ავტოექსპერტის შეფასებით, ის აწარმოებს საუკეთესო ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ბევრ ბაზარზე. მანქანებს, რომლებიც ტურბოდამტენიანი, ბრტყელი ექვსიანი ძრავით არიან წარმოდგენილები, უმაღლესი ხარისხის ავტომატური გადაცემათა კოლოფი კიდევ უფრო დახვეწილს ხდის და ნებისმიერ მძღოლს მართვის სიამოვნებას ანიჭებს.

Mercedes S-Class

მერსედესის S-კლასი არის ტექნოლოგიურად მოწინავე ავტომობილი, 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ბრუნვის გადამყვანი ერთეული თითქმის შეუმჩნევლად იცვლის სიჩქარეს და პროგრამული კალიბრაციის მეშვეობით შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს. 

Toyota Corolla

მე-12 თაობის Toyota Corolla-ც იმ ავტომობილთა რიგებშია, რომლებსაც შთამბეჭდავი ავტომატური სისტემა აქვთ. ის არის მანქანა, რომლის დახვეწილმა TNGA პლატფორმა, შეუდარებელი საიმედოობა და საწვავის დახარჯვის ეკონომიურობა ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. 2023 წლის ამ მოდელში სრულიად განახლებული გადაცემათა კოლოფია წარმოდგენილი, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს ავტომობილის მოძრაობას. ის უფრო მოხერხებულია მოსახვევებსა და კუთხეებში, ვიდრე ადრე და სიმყარის შეგრძნებას ბადებს მანქანაში. 

Renault Clio E-Tech

Renault Clio ავტოექსპერტების ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა ამ კატეგორიაში. ის იყენებს E-Tech 1.6-ლიტრიან ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავას, რომელსაც ავსებს ორი ელექტროძრავა და მოძრაობს ინოვაციური ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ელექტროძრავა ხელს უწყობს გადაცემათა კოლოფის გამარტივებას და ამსუბუქებს მის უხეშ დიზაინს.

Jaguar F-Pace

Jaguar F-Pace-ის მართვა იმის დასტურია, რომ დიდი და მრავალმხრივი SUV-ის მართვა შეიძლება იყოს მოსახერხებელი და დახვეწილი. მართვის დინამიკა, რომელიც მას ახასიათებს, Porsche Macan-ს ან Alfa Romeo Stelvio-ს შეგვიძლია შევადაროთ. მას აქვს კარგად შემუშავებული შასი, რომელიც მოსახვევებში იდეალურად რეაგირებს. ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი 8 სიჩქარისგან შედგება.

Fiat 500

მთლიანად ელექტრო Fiat 500-ს არ აქვს ტრადიციული გაგების ავტომატური გადაცემათა კოლოფი არ აქვს, მაგრამ მისი ერთსიჩქარიანი EV ამძრავი თან ჰგავს და თან ანაცვლებს გადაცემათა ავტომატურ სისტემას და ამ მიზეზით ის ხვდება მსგავს ტოპ ათეულებში. 

მანქანას აქვს მოწინავე სპეციფიკაციები, დამუხტვის ძალა, რომლითაც ის ერთ ჯერზე 320 კილომეტრს გადის. იგი წარმატებულად ართმევს თავს მანევრირებას.

MINI 5-door hatch

ის, რომ MINI ჰეტჩბეკი 2023 წელს ერთ-ერთ ფავორიტ ავტომატურ ავტომობილად გადაიქცა, BMW-ს მფლობელობაში არსებული მოდელის განსაცვიფრებელ ევოლუციას  მოწმობს. მოწინავე ტექნიკა, დინამიკურობა და მაღალი ხარისხი მას აქტუალურობას უნარჩუნებს დღევანდელ ბაზარზე.

Bentley Continental GT 

ის სპორტული მანქანაა, რომელიც ორმაგი გადაჭიმვის გადაცემათა კოლოფით მოძრაობს. მას აქვს გლუვი ბრუნვა, დახვეწილი დიზაინი, რომლითაც მდიდრულ კრეისერსა და სპორტულ მანქანას შორის ზღვარზე იმყოფება. ავტომობილი ხელმისაწვდომია V8 ან W12 ბენზინის ძრავებით, შესანიშნავი შესრულებითა და შთამბეჭდავი იერით.

შექსპირის პიესების შთაგონებით დეკორატიული ფონტი შექმნეს

როგორ უნდა მიიღონ ხელმძღვანელებმა რეალური უკუკავშირი?