in

როგორი იქნება 2023 წლის შრიფტების დიზაინი?

ბევრმა ჩვენგანმა 2023 წელი ახალი პერსპექტივების ამაღელვებელი გრძნობით დაიწყო და, შესაბამისად, მოუთმენლად ველით, როგორ გამოიყენებენ დიზაინერები თუ ბრენდები განახლებულ ტენდენციებს. დღევანდელ სტატიაში კი შრიფტების მოსალოდნელ ვარიანტებზე ვისაუბრებთ.

როგორც ჩანს, ზოგიერთი დიზაინერი მოდერნისტული ვერსიებისკენ მიისწრაფვის, ზოგი უფრო — ფუტურისტულისკენ, ნაწილი კი ნოსტალგიური ესკაპიზმის ძლიერი სურვილითაა შეპყრობილი. ეს უკანასკნელი ბუნებრივი და საკმაოდ მოსალოდნელიცაა, რადგან ზოგადად საზოგადოებას ახასიათებს ნუგეში გასულ ათწლეულებში ეძიოს.

ვინტაჟური ვიწრო სერიები

გასული წლის შრიფტებს ორიოდე სიტყვით თუ შევაჯამებთ, ეს იყო ცოცხალი Y2K შრიფტების პერიოდი, რადგან მხიარულება და აღფრთოვანება ჩვენს მთავარ აქცენტს წარმოადგენდა. ხოლო 2023-ში ფონტები უფრო კლასიკურ ელფერს მიიღებს — ისინი კვლავ თამამი, მაგრამ მეტად ელეგანტური იქნება.

შესაძლოა, ამ ტენდენციას ციფრული სამყაროს გააქტიურებასთანაც ჰქონდეს კავშირი. კერძოდ, ჩვენი ცხოვრება იმდენად ჩამოშორდა ფიზიკურ, ბეჭდურ მასალებს, ეს შესანიშნავი გზა იქნება 1980-1990-იანი წლების საყვარელი მოდის ჟურნალების ესთეტიკის ეკრანებზე გადმოსატანად. აქ იგულისხმება მოულოდნელი ელემენტები, როგორებიცაა დეკორატიული სამაგრები და დახრილი ასოები, რაც ნაწერს დახვეწილობას მატებს.

არტ დეკოს აღორძინება

2023 წლის კიდევ ერთი მარადიული ტიპის ტენდენციაა არტ დეკო ასოების აღორძინება, რაც ნამდვილად შესაფერისია ახლა, როდესაც მღელვარე 20-იანი წლების საკუთარ ვერსიაში ვცხოვრობთ.

ტრადიციული არტ დეკო შრიფტები იყოფა წაგრძელებულ San-serif შრიფტებად, რომლებიც აერთიანებს გრძელ, სწორ ხაზებს დახვეწილ, ელეგანტურ მომრგვალებულ ფორმებთან. თუმცა 2023 წელს ამ შრიფტებმა თანამედროვე სახე მიიღო და დიზაინერებმა ახალი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შეცვალეს — შედეგი უფრო კლასიკურია, ვიდრე მოძველებული; რომანტიკული და დელიკატური, მაგრამ მაინც თამამი. აქ ბეჭდური შეგრძნება და მინიმალიზმი მაქსიმალურადაა მიღწეული.

ნათელი წითელი

წითელ ასოებსა და გამოსახულებებს ხშირად სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებენ — მაგალითად, ბევრ დასავლურ კულტურაში ამ ფერის ნიშნებს გასაფრთხილებლად იყენებენ. ამიტომ, ჩვეულებრივ, ის იშვიათად გამოიყენება დიზაინში, მაგრამ 2023-ში თამამ წითელ შრიფტებს მეტი ყურადღება დაეთმობა.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ძლიერი ფერია, ეს შრიფტები სულაც არ იწვევს გადაჭარბებულ ემოციებს. ამის ნაცვლად, მინიმალისტური ხაზის ხელოვნების გამოყენებამ შეიძლება წაახალისოს ასოების უფრო მხიარული, სახალისო იერი. ამას ემატება ისიც, რომ წითელი ფერის შრიფტები შერწყმული იქნება რეტრო ილუსტრაციებთან, რაც ვინტაჟური გაზეთების კარიკატურებსა და კომიქსებს მოგვაგონებს. მოკლედ, ეს ტენდენცია ნამდვილად გვაბრუნებს მხიარული, მინიმალისტური შრიფტების სამყაროში.

Mall Goth ფონტები

“Mall Goth” — ამ სახელით ცნობილი ესთეტიკა 90-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი, როგორც გოთიკური კულტურის კომერციალიზაციის შედეგი. მის ამჟამინდელ პოპულარობას კი TikTok-ს უნდა ვუმადლოდეთ, სადაც თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის ვირუსულად გავრცელება მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ესთეტიკა თავდაპირველად მოდის ინდუსტრიაში გავრცელდა, მან მალევე გადაინაცვლა დიზაინის სამყაროშიც, რაც აშკარაა 2023 წლის შრიფტის ტენდენციებში.

Mall Goth შრიფტები მუქი, პირქუში, გროტესკული და მკვეთრი შავი ფერისაა. ხშირად მას თან ახლავს იკონოგრაფია, როგორიცაა ჯაჭვები, მავთულები და თავის ქალა. მთლიანობაში, ის არც თუ ისე განსხვავდება პანკის სტილის აღორძინებისგან, რომელსაც გრაფიკული დიზაინის ტენდენციებში ვხედავთ.

თხევადი ქრომი

Mall Goths-ის შემდეგ მალევე გამოჩნდა Y2K grunge. 2000-იანებში აქტიურად დაიწყო ტექნოლოგიური ერა (ცოტა პანიკის შემდეგ, რომ კომპიუტერები ბოლოს მოუღებდნენ ჩვენებურ სამყაროს) და სათანადო ადგილი გამოჩნდა ციფრული ტექნოლოგიებისა თუ გრაფიკული დიზაინის ექსპერიმენტებისთვის.

ახლა კი, 2023-ში, დიზაინერები სწორედ ამ ეპოქის ელემენტებს დაუბრუნდებიან — ასეთ შრიფტებს „ჩამომდნარი“ 3D ფორმები და გადატვირთული ტექსტები ახასიათებს, რომლებიც მეტალის ფერებით გამოირჩევა. მთლიანობაში, ის შესანიშნავად აერთიანებს რეალიზმსა და აბსტრაქციას, ქმნის დიზაინს, რომელიც ახერხებს, ერთდროულად იყოს როგორც ქაოტური და ოსტატურად შთამბეჭდავი.

ცვლადი შრიფტები

ვინ თქვა, რომ შრიფტები სტატიკური უნდა იყოს? რადგანაც ბრენდები სულ უფრო მეტად ცდილობენ გაციფრულებას, 2023 საინტერესო და მიმზიდველი ცვლადი შრიფტების ზრდას გვპირდება. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ იმერსიული ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად, როგორიცაა VR და AR, ბრენდები და დიზაინერები უფრო დინამიკურ მეთოდებს მიმართავენ აუდიტორიის ჩართულობის შესანარჩუნებლად.

ეს ასოფორმები, დაფუძნებული საბაზისო შრიფტზე, იცვლის ფორმას, რათა შექმნას დინამიკური და შთამბეჭდავი დიზაინი, წინასწარ განსაზღვრული პროგრამული ფაილის შეზღუდვებისგან თავისუფალი. იქნება ეს გარკვეული ასოების გაჭიმვა ან შემცირება, ფერების და წონის შეცვლა თუ ილუსტრაციებად და შაბლონებად გადაქცევა, აქცენტი კეთდება დახვეწილ ანიმაციებზე და არა, ტექსტის მკვეთრ ცვლილებებზე. შედეგად, ვიღებთ გასართობ და მიმზიდველ დიზაინს.

დამახინჯებული შრიფტები

მაყურებლისგან ყურადღების მოთხოვნით, დამახინჯებული შრიფტები 2023 წელს ყურადღების ცენტრში იქნება. პოლარიზებული „ანტი-დიზაინერული“ ტენდენციის ნაწილი, რომელიც აღდგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ მიდგომას, რომ შრიფტები მარტივად კითხვადი უნდა იყოს.

დამახინჯებული ასოებისა და შაბლონების გამოყენება ვიზუალურ მეტაფორებს ქმნის, რომლებიც აუდიტორიას უბიძგებს, უფრო ღრმად ჩაერთოს დიზაინში.

იკონოგრაფიული შრიფტები

ეს შრიფტები არღვევს დიზაინის ერთგვაროვნების ტრადიციულ პრინციპებს და ქმნის ვიზუალს, რომელიც ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. ასოების იკონოგრაფიული დეტალებით, აბსტრაქტული ფორმებით ჩანაცვლება, ლამაზი და ექსცენტრიულია.

NASA პლანეტების აღმოსაჩენად გიგანტური ტელესკოპის შექმნას გეგმავს!

„თეგეტა მოტორსს“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდო ოფიციალურად გადაეცა