in

ფერები, რომლებიც 2023 წლის განცდებს ასახავს

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნახევარი წელი გავიდა, უკვე ყველამ ვიგრძენით მისი ქაოსური ხასიათი. ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ ვიზუალურ დემონსტრაციას იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს 2023 წლის ადამიანური განცდები ზოგადი მოვლენების საპასუხოდ. ამისათვის ხელოვნური ინტელექტის გენერატორი Midjourney გამოიყენეს.

BOG
BOG

რა თქმა უნდა, სია ამომწურავი არ არის და ემოციების მთელ სპექტრს ვერ წარმოადგენს… უბრალოდ, უფრო მეტად გარე გავლენებთან დაკავშირებული გონების ზოგადი მდგომარეობის ვიზუალიზაციას ეხება.

ცეცხლოვანი დაბნეულობა

ივნისის დასაწყისში მსოფლიომ შემზარავი ხანძარი იხილა, როდესაც კანადაში ერთდროულად 150 ტყე დაიწვა. „ცეცხლოვანი დაბნეულობა“, შთაგონებული ამ ისტორიული მომენტით, ალისფერი წითლის, ნათელი ნარინჯისფრისა და ცოცხალი ყვითლის ნაზავია. განწყობის თვალსაზრისით, სრული შოკისა და დაბნეულობის განცდას შეესაბამება, რომელიც ქაოსს იწვევს.

მოკლე ტალღები

ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, პროდუქტებზე ფასების მატება და ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული შიში, რომ მალე ის სამსახურებს წაგვართმევს, ჩაგვანაცვლებს და ჩვენს საჭიროებას გააქრობს… სწორედ ამ განცდებს შეესაბამება მუქი ნაცრისფრისა და იისფრის ტონები, შოკისა და გაურკვევლობის ამსახველი ნაზავი.

მბზინავი აღიარება

იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ეს ვიზუალი ერთგვარი აღიარებაა — სამყაროს შეცვლით დაწყებული, ჯანდაცვის სფეროს კრიზისით და ციფრული ტრანსფორმაციით დასრულებული. ოქროს თბილი ელფერი, თავისი ბზინვარებით, აღიარებისა და დაფასების ემოციებს მიემართება.

კაშკაშა გარიჟრაჟი

გაურკვევლობის მეორე მხარეს არის შესაძლებლობებისა და განახლების მღელვარება. ძალიან მოკლე დროში მივაღწიეთ წინსვლას ავტომატიზაციის, ინკლუზიურობისა და სხვა სფეროების მიმართულებით.

„კაშკაშა გარიჟრაჟი“ არის ნათელი მომავლის ამ მტკიცე იმედის გამოხატულება, სითბოს და სიმშვიდის გრძნობით შეფერილი. ეს ოპტიმისტური პალიტრა ღია ვარდისფრის, ღია ატმისფრისა და მდუმარე ლავანდისფრის ნაზავია.

მცენარეების კოსმეტიკური ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა

საინტერესო პოდკასტი | მოგზაურობა ტაილანდში