in

2023 წელს მერსედესი საიუბილეო G-Class-ს გამოუშვებს

Mercedes-Benz G-Class რამდენიმე ათეული წელია, რაც არსებობს. მისი 20 წლის იუბილე 1999 წელს აღნიშნეს, დღეს კი ავტომწარმოებელი კიდევ ერთ თარიღს აღნიშნავს, AMG-ის დაარსებას 55 წლის წინ, 1967 წელს. თუმცა სპეციალური AMG სპორტული მანქანის ნაცვლად, როგორსაც შეიძლება ველოდოთ, ახალი Mercedes-AMG G63 Edition 55 მიიღეს.

რა თქმა უნდა, როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, ახალ G63 Edition 55-ზე ძირითადად კოსმეტიკური სამუშაოები ჩაატარეს. რამდენიმე სიმძლავრის მოსამატებელი კომპონენტიც ჩაუშენეს და მიიღეს განახლებული ვერსია. კერძოდ, ეს უკანასკნელი ეხება ძრავას, 577 ცხენის ძალითა და 627 lb-ft ბრუნვით. ამას გარდა, მანქანას აქვს 9-სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი და სამი დიფერენციალური საკეტი. ამ ყველაფერთან ერთად, ბრენდის მიზანი იყო, რომ არ დაეკარგათ პირვანდელი ხიბლი და ხასიათი, რაც ნამდვილად გამოუვიდათ.

რაც შეეხება სალონს, საიუბილეო თარიღისთვის, სავარძლები წითელი და შავის კონტრასტშია გადაწყვეტილი. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კარები კი წითელი განათებითაა შიგნით მორთული.

მწარმოებელი იმასაც აღნიშნავს, რომ საიუბილეო G-Class ლიმიტირებული რაოდენობით, სიმბოლურად მხოლოდ 55 ერთეული გამოვა და მისი ფასი ჯერჯერობით არაა ცნობილი.

NASA ჩრდილოეთის ნათებისკენ ორ რაკეტას გაუშვებს

მუზეუმები და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრების NFT ასლებს ყიდიან