in

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები 2023 წლის განმავლობაში — InSource-ის მონაცემები

ათწლეულებით და საუკუნეებით უკან თუ გადავახვევთ დროს, ვნახავთ, რამდენად შეიცვალა კაცობრიობის პროფესიული არჩევანი. ახლა ბევრი კი უწოდებს შოთა რუსთაველს პირველ ქოფირაითერს, მაგრამ წარმოგიდგენიათ, მაშინ თავად რომ ეთქვა ქოფირაითერი ვარო?! რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარი და შეუსაბამო იქნებოდა — თითქოს, დროის სვლასთან ერთად თავისით ამოიზრდება ახალ-ახალი პროფესიები, ყველაფერს თავისი კონკრეტული სახელი ერქმევა და ჩვენი საჭიროებების თუ მოთხოვნების მიხედვით ყალიბდება.

ბუნებრივია, ამ ცვლილებებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიო ტენდენციები და ტექნოლოგიური განვითარება. ვინაიდან დღეისათვის ბევრი საქმე ავტომატიზებულია, არაერთი პროფესიაც გაქრა… მაგალითად, არსებობდა „ადამიანი კომპიუტერი“, რომელსაც სამეცნიერო, კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციებისთვის გამოთვლების ჩატარება ევალებოდა. დღეისათვის კი არავინ დაიწყებს ასე ზეპირ გამოთვლებს, რასაც უამრავი დრო, ენერგია და სხვა რესურსი სჭირდება — ყველაფერს მარტივად უმკლავდება კომპიუტერული სისტემები.

მართალია, ასეთი მასშტაბური ცვლილება, როგორიც არატექნოლოგიური სამყაროდან ტექნოლოგიურში გადასვლაა, ყოველწლიურად არ ხდება, მაგრამ მაინც ბევრი რამ იცვლება. სტატიაში კი გაგიზიარებთ, InSource-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში რომელი პროფესიები იყო ყველაზე აქტუალური.

„მიმდინარე წელს, კვლავ მაღალია ვაკანსიები კურიერის, მძღოლის, სატელეფონო მომსახურების კონსულტანტის, მუშის, გადამზიდის, ოპერატორის, მოლარე-კონსულტანტისა და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ზოგადად, გასული 3 წლის განმავლობაში სერვისის ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა და, შესაბამისად, სერვის პერსონალზე მოთხოვნაც მზარდია. 

ამას გარდა, 2023 წელს სამშენებლო სექტორიც ქმნიდა მაღალ მოთხოვნას მომსახურე პერსონალსა და მმართველ პოზიციებზეც.

ცხადია, ტექნოლოგიების ტალანტზე მოთხოვნა ისევ მაღალია და საინტერესოა, რომ CX ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა 2023 წელს და ალბათ, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“,აღნიშნავს მედეა ტაბატაძე, InSource-ის მმართველი დირექტორი.

2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები კი სტატისტიკურად ასე გადანაწილდა:

  1. სერვისის  პერსონალი (კურიერი, მძღოლი, ოპერატორი, მოლარე-ოპერატორი და სხვ.)
  2. Full Stack დეველოპერი
  3. პროდუქტის მენეჯერი/მფლობელი
  4. iOs, Android დეველოპერი
  5. .Net დეველოპერი
  6. Python დეველოპერი 
  7. ვებ დეველოპერი
  8. ფინანსური ანალიტიკოსი
  9. მარკეტერი 
  10. HR მენეჯერი

ავტორი: ქეთია ბელქანია

რთული კითხვები, რომლებიც სტრატეგიული დაგეგმარებისას უნდა დასვათ

ნახეთ: დედამიწის 4,5-მილიარდიანი ისტორია ერთ ანიმაციაში