სავარაუდოდ, თქვენი გუნდიც უსასრულო ძიებისა და ბრეინშტორმინგის სესიებშია ჩართული… ახსნა კი ორივეს მოეძებნება, მაგრამ გიფიქრიათ, რატომ უნდა დახარჯოთ დრო ამოცანებზე, რომლებიც სხვებმა უკვე ჩვეული აქტივობების ნაწილად აქციეს?! ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი კონტენტის პლატფორმა Depositphotos 7 შემოქმედებით ტრენდს გვიზიარებს, რაც სწორედ თქვენთვის საჭირო იდეებისა და ინსპირაციის პოვნაში დაგეხმარებათ:
1. ქუჩებში დაბრუნება
მილენიალები, რომლებიც ინტერნეტისგან თავისუფალი ბავშვობის ნოსტალგიებით გამოირჩევიან, წელს შთაგონებას ქუჩის მხატვრობაში, მუსიკასა და მრავალფეროვან საზოგადოებებში ეძებენ. „გაციფრულებული ცხოვრების“ შემდგომ, მათთვის ფიზიკური ინტერაქციებისა და აქტივობების საჭიროება გაიზარდა. ბრენდები კი უკვე იკვლევენ ამ ტენდენციას კამპანიების შექმნით, რომლებიც მათთვის სასურველ განსხვავებულ სუბკულტურებს წარმოგვიდგენს.
რჩევა — დაიწყეთ გრაფიტის სტილის ანბანისა და მკვეთრი ფერების გამოყენება. ეცადეთ, თქვენი კამპანიები ქუჩის კულტურისთვის დამახასიათებელი შტრიხებით შეავსოთ.
2. გზა გაიკვლიეთ სიტყვებით
წელს ზოგიერთი კრეატორი უფრო მინიმალისტურ მიდგომას მიანიჭებს უპირატესობას. მხოლოდ ტექსტზე დაფუძნებული კომუნიკაცია კი მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება, რასაც ჩეტბოტების მზარდი პოპულარობაც აძლიერებს. ამიტომ, თუ მკაფიო შეტყობინებებით გსურთ თქვენს აუდიტორიასთან კომუნიკაცია, სიტყვებზე დაფუძნებული გრაფიკული დიზაინი სწორი ხელსაწყო იქნება.
რჩევა — ბაზარი გაჯერებულია, შესაბამისად, აუდიტორიის ყურადღება განსხვავებული, მოულოდნელი სიტყვების დიზაინით უნდა მიიპყროთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები კლასიკურ ფონტებზე ან თუ ინსპირაცია გსურთ, ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს გადახედეთ.
3. შეისწავლეთ ჯგუფები
კუთვნილების სურვილისა და თავიანთ ცხოვრებაზე რაღაცის დამატების მიზნით თაობა ზეტის წარმომადგენლები ქმნიან ჯგუფებს, რომლებშიც აღწერენ სეზონურ ტრენდებს, ისტორიულ პერიოდებს, კულტურულ მოძრაობებსა და თავიანთი ცხოვრების სტილის სხვადასხვა ნაწილს. პოპკულტურა დეცენტრალიზებული ხდება, რაც კრეატორებსა და აუდიტორიას თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს…
რჩევა — შეისწავლეთ ამ ჯგუფების უნიკალური მახასიათებლები, იქნება ეს ფერთა პალიტრები, შრიფტები თუ სხვა რამ, რათა უკეთ შეძლოთ ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაკავშირება.
4. რეტრო
Succession, Gossip Girl, Old money, Quiet luxury და მრავალი სხვა ფილმისა თუ სერიალის ესთეტიკაა ის, რამაც გაკვალა გზა ბრენდის კომუნიკაციისკენ… თუმცა სამომხმარებლო და მაქსიმალისტური ტრენდების საპირისპიროდ, Retro Yet Timeless ტრენდია, რომელიც მხარს უჭერს მდგრადობას, აკეთებს მეტად გაცნობიერებულ არჩევანს, რა დროსაც პატივს მიაგებს ოჯახის მემკვიდრეობასა და ადგილობრივ ისტორიას.
რჩევა — ჩამქრალი ფერთა პალიტრები, რეტრო ფონტები, სურათები, რომლებზეც კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მოდელები არიან… ეს ყველაფერი შემოქმედებითი მიდგომებია, რომლებიც უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას მოგცემთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეტრო საუკეთესოდ გამოიყურება როგორც შეფუთვაზე, ისე ვებგვერდებსა და სოციალურ მედიაში…
5. პიროვნულობა და არა, გენდერი
2024 წელმა თან კიდევ ერთი შთამაგონებელი ვიზუალური ტრენდი მოიტანა, რომელიც მრავალ შემოქმედებით კამპანიას აერთიანებს. უფრო და უფრო მეტი დიზაინერი, ფოტოგრაფი თუ კონტენტ კრეატორი გაამახვილებს ყურადღებას პიროვნულობაზე და არ დატოვებს სივრცეს გენდერული სტერეოტიპებისთვის. მთავარი აქცენტი გაკეთდება ავთენტურობაზე, ემოციურ მდგომარეობებზე, რეკლამები კი ბრენდებსა და აუდიტორიას შორის არსებულ გულწრფელ კომუნიკაციებს მიეძღვნება.
რჩევა — ნაკლებად გამოიყენეთ გენდერზე მორგებული ფერები და სხვა მახასიათებლები. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი შეტყობინება თქვენივე აუდიტორიის ცხოვრების სტილს, ღირებულებებსა და ხედვებს ისე, რომ თავი აარიდოთ წლების მანძილზე დაგროვებულ სტერეოტიოპებს.
6. განზომილებებში თამაში
კლასიკური მიდგომებისა და წესების მიღმა 2024 წლის დიზაინის ტრენდები სხვადასხვა განზომილებაში ექსპერიმენტების ჩატარებას მოიცავს. ეს ყველა კონტენტ კრეატორს გამოხატვის თავისუფლებას მისცემს, იქნება ეს წარსული, აწმყო თუ მომავალი.
რჩევა — რაც უფრო მეტს გამოცდით, მით უკეთესია… რატომ არ აურევთ ერთი თემატური პროექტის ფარგლებში 2D, 3D და XR კონტენტს?! ან რატომ არ გააცოცხლებთ თქვენი ბავშვობის პერსონაჟებს ფუტურისტულ სტილში?! აქ შესაძლებლობები უსაზღვროა…
7. ცხოვრება, მუშაობა და ჰიბრიდული რეჟიმი
ფაქტია, სამსახურებრივი რუტინები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა… სტატისტიკის თანახმად, დასაქმებულთა 64% მზადაა არსებული სამუშაო მოქნილი პირობების არქონის შემთხვევაში დატოვოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, კონტენტ კრეატორებმა უნდა გამოიკვლიონ და წარმოიდგინონ, რა ვიზუალურ კონცეფციებსა და შეტყობინებებს დააფასებენ აუდიტორიის წევრები, როცა საქმე მათ სამუშაო რუტინას ეხება.
რჩევა — სურათები, რომლებიც ბუნდოვან საზღვრებს აჩვენებს პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის, მომხმარებლებისთვის წელს ყველაზე საინტერესო იქნება. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც პრივილეგიას რუტინულ რიტუალებსა და კეთილდღეობისთვის საჭირო აქტივობებს ანიჭებს…
სულ ეს იყო, 2024 წლის ტრენდების შესახებ უკვე მოგიყევით, ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, იპოვოთ იდეები, რომლებიც საუკეთესოდ ეხმიანება თქვენს სამიზნე აუდიტორიას.