in

2024 წელს CO2-ის ემისიების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — რას ნიშნავს ეს კაცობრიობისთვის?

Global Carbon Project-ის მეცნიერთა გუნდის ახალი კვლევის თანახმად, ნახშირბადის გლობალურმა ემისიებმა 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია!

M2
M2

Global Carbon Budget-ის 2024 წლის პროექტების ნახშირორჟანგის ემისიები 37.4 მილიარდ ტონას შეადგენს, რითაც იგი 0.8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. მიუხედავად ემისიების შემცირების გადაუდებელი საჭიროებისა, რათა შევანელოთ კლიმატის ცვლილების პროცესი, მკვლევრები ამბობენ, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნამარხი CO2-ის ემისიების პიკამდე.

კლიმატის ცვლილების გავლენა დრამატული ხდება, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ნიშანს, რომლითაც წიაღისეული საწვავის მოხმარება პიკს მიაღწევს. დრო იწურება პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად… მსოფლიო ლიდერების COP29-ზე შეხვედრამ უნდა მოიტანოს სწრაფი და სიღრმისეული შემცირება წიაღისეული საწვავის ემისიებში, რათა მოგვცეს შანსი, დათბობის მაჩვენებელი 2 გრადუსზე დაბლა შევინარჩუნოთ, — აცხადებს პიერ ფრიდლინგშტაინი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

მიწის გამოყენებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროგნოზირებული ემისიებით, რაც 4.2 მილიარდ ტონას შეადგენს, ვარაუდობენ, რომ CO2-ის მთლიანი ემისია 2024 წელს 41.6 მილიარდ ტონას შეადგენს, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 40.6 მილიარდ ტონას უდრიდა.

ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ნამარხი CO2-ის ემისიები გაიზარდა, როცა მიწის გამოყენებასთან დაკავშირებული ემისიები შემცირდა — მთლიანობაში, ეს ორი არცთუ ისე სასურველ მაჩვენებელს გვთავაზობს. წელს კი ელიან, რომ ორივე მათგანი გაიზრდება, გვალვა კი კიდევ უფრო გააძლიერებს აღნიშნულ ტენდენციას, რაშიც დეფორესტაცია და ტყეებში ხანძრების გაჩენა იგულისხმება ელ-ნინოს დროს.

ფაქტი კი შემდეგია: ყოველწლიური 40 მილიარდი ტონით CO2-ის დონე ატმოსფეროში იზრდება და გლობალური დათბობის საშიშ ნიშნულს აღწევს. 

მიუხედავად წელს გლობალური ემისიების ზრდისა, უახლესი მონაცემები ასახავს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ტენდენციასა და ელექტრო მანქანებით წიაღისეული საწვავის ცვლილებას. ხოლო ტყეების გაჩეხასთან დაკავშირებული ემისიების შემცირება ბოლო ათწლეულში პირველად დაფიქსირდა, — განმარტავს კორინ ლე კერე, მეცნიერი.

ემისიების ამჟამინდელი ტემპის მიხედვით და Global Carbon Budget-ის გუნდის გამოთვლებით, 50%-ია შანსი იმისა, რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსს გადააჭარბებს დაახლოებით 6 წელში… მეცნიერებისთვის კი აშკარაა, რომ დარჩენილი ნახშირბადის ბიუჯეტი და, შესაბამისად, დრო, რომელიც 15-გრადუსიანი მიზნის მისაღწევად და კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის თავიდან ასარიდებლად არის საჭირო, ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდი მოიცავდა 120 მეცნიერს 80-ზე მეტი დაწესებულებიდან, რომელთა შორისაა: University of Exeter, the University of East Anglia (UEA), CICERO Center for International Climate Research, Ludwig-Maximilian-University Munich და Alfred-Wegener-Institut.

ორცხობილებით მოყოლილი ამბავი სევდაზე, რომელიც შობას ახლავს თან

2024 წლის ყველაზე ცუდი პაროლები ცნობილია — NordPass-ის კვლევა