in

2024 წელს 10-ზე მეტი ახალი რაკეტის გაშვება იგეგმება

შესაძლოა, კოსმოსში რაკეტების გაშვების კუთხით, წლის დასაწყისი არცთუ ისე წარმატებული იყო და პატარა კომპანიებზეც ან გაკოტრება, ან დიდი მარცხი გახსენდებათ, მაგრამ ასეა თუ ისე, 2024 წელი მათი უნდა იყოს… რამდენიმე თვეა დარჩენილი 15 ახალი მოწყობილობის დებიუტამდე, რომლებმაც, შესაძლოა, სრულად შეცვალოს კოსმოსის ბიზნესის საფუძვლები. კონკურენციაც კი გაზარდოს ინდუსტრიაში, რომელიც უმეტესად მონოპოლიით იმართება. 

M2
M2

ამგვარად, Space Foundation კვარტალურ Space Report-ს აქვეყნებს, მათ თანმიმდევრობას კი წარმატების მიღწევის ალბათობით განსაზღვრავს:

  1. ULA Vulcan — პირველი ფრენა წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ იმედებს 2024 წელზე ამყარებენ…
  2. Orienspace Gravity-1 — აქაც იმავე შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა იმის დამატებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომელიც ყვითელი ზღვის გემიდან გაუშვიათ.
  3. Mitsubishi H3 — 2023 წელს მისი დებიუტი მარცხით დასრულდა, ამიტომ იმედებს 2024-ზე ამყარებენ. 
  4. Blue Origin New Glenn — ახალი CEO ჰყავს, რის გამოც კომპანიაში ცვლილებებს ელიან…
  5. Arianespace Ariane 6 — ევროპის ერთ-ერთი უახლესი რაკეტაა, რომელმაც დაგეგმილზე 4 წლით ადრე წარმატებით გაიარა ტესტირება, დებიუტი კი წელს უნდა შედგეს.
  6. ABL Space RS1 — გასულ წელს ესეც წარუმატებელი იყო, ამიტომ კვლავ იმედებს 2024 წელზე ამყარებენ.
  7. Galactic Energy Pallas-1 — ჩინური კომპანიაა, რომელმაც დეკემბერში 154 მილიონი დოლარი მიიზიდა, რაკეტის გაშვებას კი წლის ბოლოსთვის გეგმავენ.
  8. Rocket Factory Augsburg RFA-1 — გერმანული რაკეტების მწარმოებლის პროექტია, რომელიც ზაფხულში SaxaVord Spaceport-იდან გაშვებას გეგმავს.
  9. ISAR Aerospace Spectrum — კვლავ გერმანული კომპანიაა, რომელიც წელს რაკეტის გაშვებას ნორვეგიის Andoya Spaceport-იდან გეგმავს.
  10. HyImpulse SL-1 — გერმანულ კომპანიებს შორის ბოლოა, რომელმაც წელს სუბორბიტალური ფრენები უნდა დაიწყოს.
  11. Skyroot Aerospace Vikram-1 — ინდოელების სტარტაპია, რომელმაც პატარა რაკეტა ოქტომბერში გაგვაცნო, მის გაშვებას კი წელს აპირებენ.
  12. Gilmour Space Eris — ავსტრალიური ფირმაა, რომელიც გაშვების ლიცენზიას ელოდება და მარტისთვის ემზადება…
  13. Skyrora XL — წლის ბოლომდე ორბიტაზე გაშვებით დებიუტს შემოგვთავაზებენ.
  14. Orbex Prime — ბრიტანელებმა საკუთარი გამშვები პუნქტი შექმნეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, ჩაეშვება თუ არა იგი წელს.
  15. TLON Aventura-1 — არგენტინის მფლობელობაში მყოფ სტარტაპს ეკუთვნის, რომელიც ორბიტაზე გაფრენას გეგმავს…

მონოპოლია რომ ვახსენეთ, ახლა დასავლეთის მონოპოლისტად წოდებული SpaceX უნდა განვიხილოთ, რომელმაც რაღაც დროით ფასები შეამცირა, თუმცა კვლავ დაუბრუნდა საწყის ნიშნულს. მაგალითისთვის NASA-ს სამეცნიერო მისია, რომელიც ამ გაზაფხულზე მანამდე არსებულ ბუსტერზე გაეშვა, 80 მილიონ დოლარად გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ს ეს მხოლოდ 30 მილიონი დოლარი დაუჯდა. ზემოთ ჩამოთვლილი სტარტაპებისა თუ კომპანიების წარმატებამ კი, შესაძლოა, არსებული სიტუაცია გააუმჯობესოს…

რა თემებზე საუბრობდნენ პირველ ბლოგში?

7 წარმატებული ემისია – „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზრებზე