PANTONE წლის ფერს მალე კი დაასახელებს, მაგრამ კონკურენტებმა უკვე დრო იხელთეს — ინტერიერის საღებავების ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა HGTV Home by Sherwin-Williams, Behr, Valspar, Glidden და Dutch Boy 2024 წლის ფერები დაასახელეს:
Persimmon — HGTV Home by Sherwin-Williams
ფერების მარკეტინგის მენეჯერ ეშლი ბენბერის თქმით, კარალიოკისფერი ტერაკოტას ჩრდილებს მოგაგონებთ, რომელიც სავსეა ენერგიული, თბილი და გამაჯანსაღებელი აურით. მიწიერი ელფერი მანდარინის ენერგიას ნეიტრალური ტონებით აბალანსებს და იდეალურს ხდის მისაღები ოთახებისა თუ სამზარეულოებისთვის.
Cracked Pepper — Behr Paint Company
„რბილ შავ ფერად“ აღწერენ, რომელიც თავდაჯერებულობას ასახავს. ბრენდი კი ამ ფერს ინტერიერის დიზაინში მუქი ტონების გამოყენების ტენდენციის გამო ასახელებს…
Renew Blue — Valspar
ხოლო ლურჯს ზღვისფერი მწვანე ელფერით ჩვენს სივრცეში კეთილდღეობა, კომფორტი და ბალანსი შემოაქვს. Valspar-ის ფერების მარკეტინგის ხელმძღვანელის სიუ კიმის განმარტებით, ამ ტონის ინსპირაცია ისეთი ბუნებრივი ელემენტებისგან მიიღეს, როგორებიცაა ნისლი და ყინულოვანი ტბები. ეს ფერი მიზნად ისახავს განწყობის ამაღლებასა და განსხვავებული დიზაინის სტილის დაბალანსებას.
Limitless — Glidden Paint by PPG
აქ უკვე თბილ თაფლისფერ-კრემისფერ ტონს გვთავაზობენ, რომელიც ცდილობს, ნეიტრალური ფერები დაამარცხოს…
Ironside — Dutch Boy Paints
დაბოლოს, 2024 წლის ინტერიერში ზეთისხილის ელფერს გვთავაზობენ, ეს უკვე კომფორტსა და დახვეწილობას აერთიანებს. მუქი ფერების ტრენდი აქაც გათვალისწინებულია, თუმცა დამამშვიდებელი მწვანე ტონები მეტად მყუდრო და ინსპირაციული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.