in

როგორ აპირებთ 2024 წლის გეგმების შესრულებას? — 3 რჩევა

M2
M2

2024 წლისთვის რა გეგმები გაქვთ? და როგორ აპირებთ მათ შესრულებას? მაგალითად, Nike-სა და Google-ში ქოუჩი ჯიმ კვიკი თანამშრომლებს ასწავლიდა, როგორ უნდა გამოეწვრთნათ ტვინი ისე, რომ სასურველი შედეგებისთვის მიეღწიათ. ახლა კი ამ რჩევებს ჩვენც გვიზიარებენ:

დილით მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო გასაკეთებელი საქმეების სია შეადგინეთ

ანუ არ შეეხოთ ტელეფონს გაღვიძებიდან პირველ 30 წუთში, ბუნებრივია, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. როცა დილით პირველი, რასაც აკეთებთ, ტელეფონის ხელში აღებაა, თქვენი ტვინი ყურადღების გამფანტავ საკითხებზე ხდება მიჯაჭვული. არადა, ამ დროს მოსვენებულ, საკმაოდ სასურველ მდგომარეობაში ხართ, რათა ერთწუთიანი ვიზუალიზაციის სავარჯიშო გააკეთოთ — წარმოიდგინეთ საკუთარი თავი დღის ბოლოს, გაიხსენეთ 3 პირადი და 3 პროფესიული საკითხი, რომლებსაც თუ კარგად შეასრულებთ, თქვენი დღეც წარმატებულად ჩაითვლება.

ლანჩისთვის შესვენება

როცა უბრალოდ ჭამთ და თან არ მუშაობთ, რაღაც ისეთში გადადიხართ, რასაც პარასიმპათიკურ მდგომარეობას ეძახიან. ხოლო თქვენი ნერვული სისტემის მეორე სიმპათიკური ნაწილი სწორედ ის არის, რომელიც სტრესზე სხეულის პასუხებს ასტიმულირებს. თუმცა ეს არ არის იდეალური მდგომარეობა გამოსაჯანმრთელებლად, ამის საშუალებას უფრო პარასიმპათეტიკური მდგომარეობა მოგცემთ, რომელიც განვითარებისთვისაც უკეთესი სივრცეა. 

წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა ძილის წინ

ეს შესანიშნავი გზაა წარმოსახვის საშუალებით სწავლისთვის, ამიტომ კარგი იქნება, თუ მხატვრულ ლიტერატურას დაძინებამდე წაიკითხავთ. თქვენს ემოციურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს, ემპათიის განვითარებაშიც დაგეხმარებათ, საკითხების განსხვავებულად აღქმის საშუალებასაც მოგცემთ და ნარატივის დახმარებით პრობლემებთან უკეთ გამკლავებასაც გასწავლით.

Pantone-ის 2024 წლის ფერი ხალხის სასურველ განწყობას ასახავს

მეტი აღჭურვილობა, უფრო მძლავრი ბატარეა და დამუხტვის შემცირებული დრო Skoda Enyaq-ის 2024 წლის სერიაში