2023 წელიც სასიამოვნოდ დატვირთული იყო ავტოინდუსტრიაში, თუმცა წინ კიდევ უფრო საინტერესო 2024 წელი გველის. ეს იქნება ელექტრომობილების გამრავალფეროვნების პერიოდი, რადგან მწარმოებლები განაგრძობენ ელექტრომანქანების სწრაფი ტემპით გამოშვებას.
რა თქმა უნდა, ყველა ბრენდი მთლიანად ელექტრიფიკაციაზე არ გადასულა და ჯერ კიდევ უშვებს შიდაწვის ძრავების მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. მაგალითად, ძალიან დიდი მოლოდინია ახალ Skoda Kodiaq და Superb-ზე, რომლებიც ბენზინსა და დიზელზე იმუშავებენ.
ქვემოთ მოცემულია ყველა ძირითადი მოდელი, რომლებსაც ინდუსტრიაში 2024 წელს ელოდებიან
Skoda Kodiaq
მეორე თაობის Kodiaq აერთიანებს ბრენდის ახალ, Modern Solid-ის დიზაინის ელემენტებს, თუმცა მასში შორიდან შეხედვითაც კი ამოიცნობა პირველი Kodiaq-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ახალ თაობას ექნება უფრო მეტი სივრცე როგორც სამგზავროდ, ისე საბარგულისთვის. ამავდროულად, ინტერიერზე აშკარად მოახდინა გავლენა მთლიანად ელექტრო Skoda Enyaq-მა, რადგან მას აქვს დიდი ეკრანები, ტყავის პანელები და გამოყენებული მასალების მრავალფეროვანი კოლექცია.
ახალ Kodiaq-ს ასევე ექნება „ჭკვიანი ციფერბლატი” ცენტრალურ კონსოლზე, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს სხვადასხვა ფუნქცია და პარამეტრი იმის მიხედვით, თუ რა გჭირდებათ მანქანაში.
Skoda Superb
შკოდას კიდევ ერთი ახალი მოდელია Superb, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჰეტჩბეკის, ისე მინივენის სახით. ორივე ვარიანტი ოდნავ გრძელი და მაღალი იქნება წინა თაობის მოდელებზე, რაც ზრდის შიდა სივრცეს და ბარგის ტევადობას. Matrix LED ტექნოლოგიით შექმნილი თხელი ფარები და გლუვი დიზაინი მანქანის სტილს მიმზიდველსა და ეფექტურს ხდის.
Audi A6 e-tron
Audi სწორედ ის ბრენდია, რომელიც აშკარად ელექტრო მომავლისკენ მიიწევს. მისი ელექტრო მოდელების ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება 2024 წელს ახალი მოდელის, Q6 e-tron-ის გამოსვლით, რასაც მოჰყვება გლუვი A6 e-tron. ამ უკანასკნელში გაერთიანებული იქნება Sportback-ის სალონი და ძველებური საოჯახო მანქანის დიზაინი.
Audi Q6 e-tron
ეს არის პირველი Audi, რომელმაც გამოიყენა PPE არქიტექტურა, რომელიც აღჭურვილია 800 ვ დატენის სისტემით და იძლევა 10-80% დამუხტვის საშუალებას დაახლოებით 30 წუთში. გარდა ამისა, ის ამაყობს 396 ცხენის ძალით სტანდარტულ მოდელში და 510 ცხენის ძალით მაღალი ხარისხის SQ6 მოდელში.
Alfa Romeo Brennero
Brennero იქნება პატარა, მაგრამ მთლიანად ელექტრო SUV და ბრენდის პირველი მოდელი, რომელიც დამუშავდება მშობელი ფირმა Stellantis-ის ნოუ-ჰაუს გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ გამოიყენებს იგივე e-CMP პლატფორმას, როგორც მანქანები, როგორიცაა Jeep Avenger და Peugeot E-2008. მას ექნება 54 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა და ამუშავებს წინა 154 ცხენის ძალის ელექტროძრავას.
BMW X2
მეორე თაობის BMW X2 წარმოდგენილია კუპე-SUV-ის სახით, აქვს დახრილი სახურავი და უხეში შეხედულება. ახალი X2 უფრო დახვეწილ ინტერიერს გთავაზობთ და მოყვება BMW-ს iDrive საინფორმაციო გასართობი სისტემის უახლესი ვერსია. ის ხელმისაწვდომია 168 ცხენის ძალის მქონე მსუბუქი ჰიბრიდული სამცილინდრიანი ბენზინის ძრავით, ან ტურბო 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 296 ცხენის ძალას. BMW-მ ასევე გამოუშვა სრულიად ელექტრული ვერსია სახელწოდებით iX2.
Citroen e-C3
სრულიად ახალი Citroen e-C3 პოზიციონირებულია, როგორც მთლიანად ელექტრო სუპერმინი, განკუთვნილი ფართო მასებისთვის. e-C3 აგებულია მოქნილი, „ჭკვიან მანქანის“ პლატფორმაზე, ხოლო მისი 44 კვტ/სთ LFP (ლითიუმ ფეროფოსფატი) ბატარეა მოთავსებულია უკანა სავარძლების ქვეშ.
Ford Explorer
Ford მუშაობდა ავტომობილზე Volkswagen Group-ის MEB სრულიად ელექტრო პლატფორმის გამოყენებით რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ სრულიად ახალი Ford Explorer საბოლოოდ ამ წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ის გაყიდვაში უნდა ყოფილიყო 2023 წლის შემოდგომაზე, მაგრამ გაყიდვები და მიწოდება გადაიდო 2024 წლის ზაფხულამდე.
Explorer ელექტრიფიკაციის ამბიციურ გეგმებს გამოხატავს. ეს არის საშუალო ზომის SUV, რომელიც გთავაზობთ ბატარეის ზომებს 55 კვტ/სთ-დან 82 კვტ/სთ-მდე. საწყისი დონის Explorer არის 168 ცხენის ძალის მქონე უკანაამძრავიანი მოდელი, ხოლო საშუალო დიაპაზონის 282 ცხენის ძალის მქონე ერთძრავიანი ვარიანტი გთავაზობთ უფრო დიდ სიმძლავრის პაკეტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაფაროთ 540 კმ მანძილი ერთი სრული დამუხტვით.
Ford Mustang
ბრენდის ეს საკულტო მანქანაც ემზადება განახლებისთვის. მის სალონში წარმოდგენილი იქნება მრავალი ახალი ფუნქცია, მათ შორის 12,4-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი, რომელიც ერწყმის 13,2-დუიმიან ცენტრალურ ეკრანს. ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ან 10-სიჩქარიანი ავტომატურით.
Hyundai Ioniq 5 N
Auto Express-ის 2021 წლის New Car Awards-ის გამარჯვებული მოდელის ახალი ვერსია იქნება უფრო სწრაფი და მძლავრი, გამოიმუშავებს 641 ცხენის ძალას და 740 ნმ ბრუნვას, რომელიც სიჩქარეს მიაღწევს სულ რაღაც 3,4 წამში.
Volvo EX90
მსოფლიო დიდი ხანია ელოდება Volvo-ს ახალ ფლაგმანურ SUV-ს, რომლის წარმომადგენელიც, EX90 სავსე იქნება ახალი ტექნოლოგიებით, გადადის ახალ პლატფორმაზე და არის მთლიანად ელექტრო.
მანქანის გარეგნობა იმაზე ევოლუციურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პირველ რიგში, ის იდენტიფიცირდება, როგორც Volvo-ს უმაღლესი კლასის SUV, რომელსაც ეტყობა ახალი ხედვა. ავტომობილი გამოდის ორმაგი ძრავის კონფიგურაციით, რომელიც გამოიმუშავებს 402 ან 510 ცხენის ძალას. მათ შეეძლებათ ექვს წამზე ნაკლებ დროში აჩქარება, თუმცა, ვოლვოს უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, შეზღუდვა დაუწესდებათ 180კმ/სთ-ამდე.
თანამედროვე ვოლვოებს უკვე აქვთ საკმაოდ მინიმალისტური ინტერიერი, მაგრამ EX90 კიდევ უფრო დახვეწილი იქნება ამ კუთხით. მასში წამყვანი იქნება ციფრული ტექნოლოგიები, 14,5-დუიმიანი ცენტრალური სენსორული ეკრანი მანქანის ყველა ფუნქციის სამართავად, Google-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემითა და Google Assistant-ით.