ძაღლების მოყვარულებს შეგიძლიათ, დიდი სიამოვნებისთვის მოემზადოთ, რადგან 2025 წლის ძაღლების ფოტოკონკურსი შთამბეჭდავ სანახაობას გპირდებათ. სულ 48 ქვეყნიდან 2000 სურათი მიიღეს, გამარჯვება კი ავსტრალიელმა შინაური ცხოველების ფოტოგრაფმა ბელინდა რიჩარდსმა მოიპოვა I’m All Ears-ის საოცარი კადრით — უბრალოდ ფოტო კი არ არის, არამედ ამბავს გვიყვება, რომელიც გერმანული ნაგაზის განვითარებას ლეკვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ასახავს.
„მიყვარს ბევრი სურათით ამბის მოყოლა. სთორითელინგი და იუმორი ჩემი ნამუშევრების საფუძველია. ამ ფოტოს მისაღებად 12 თვის მანძილზე ყველაზე დიდი სირთულე იმის უზრუნველყოფა იყო, რომ განათება და პოზა ერთნაირი ყოფილიყო ყოველ ჯერზე“.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები კიდევ 6 კატეგორიაში გამოვლინდა, რაც მოიცავს ყველაფერს საწყებული მოქმედებაში გადაღებული კადრებით და დასრულებული სტუდიური პორტრეტებით. აი ჯეინ თომსონმა კი ტოპ პრიზის მოპოვება ორ Studio-სა და Dogs & People-ის კატეგორიებში მოახერხა. ორივე ფოტოში კანადელი ფოტოგრაფის იუმორი კარგად იკითხება, ერთ კადრში ძაღლი იოდას როლშია, მეორეში კი თმები გიჟურად აქვს ჩამოშლილი.


ქვემოთ კი 2025 Dog Photography Awards-ის სხვა კატეგორიების გამარჯვებულებს შეგიძლიათ, გაეცნოთ და ისიამოვნოთ:





















