უკვე ტრადიციულად, 2025 წელი „ავსტრალიური ცხვრის” სარეკლამო რგოლმა გახსნა. მას მალევე მოჰყვა ინდური ორგანული საკვებისა და სასმელების კომპანიის, Britannia-ს Nature Shapes Britannia-ს ბილბორდების კამპანია, რომელიც ბუნებრივ გარემოში ორგანულად ჩაჯდა. Dove-მა Ogilvy-ს კამპანია – Unready for Anything გაუშვა და კონტენტკრეატორებში კარგად გაშალა (განსაკუთრებით მათთან, ვინც Get Ready with Me ტრენდს ხშირად მისდევდა).
Glenmorangie-მ ჰარისონ ფორდი გადაიღო, კრეატიულმა კოლექტივმა – Mischief, კარგი პიარკამპანია გააკეთა მარტივი კითხვის დასმით: „როგორ შექმნა კონტენტი, რომელიც ხალხში რეაქციას გამოიწვევს?”, ამიტომ ლუდ Coors-ს მოუფიქრეს ბილბორდი, რომელსაც ტექსტი შეცდომით ეწერა. კამპანია სუპერთასზეც გაიშალა.
Apple TV-მ სერიალ Severance-ის pop-up გააკეთა „გრანდ ცენტრალში” , ხოლო IKEA-მ მომხმარებელს შეახსენა, რამდენად იაფია მათთან შოპინგი.
Cadburry-მ შეფუთვა შეცვალა და კამპანია Made to Share გააკეთა, სადაც არ დაივიწყა ჩვენი ის მეგობარიც, რომელიც საერთო მოგზაურობაში არც ფრენას ჯავშნის და არც სასტუმროს. IKEA-ს მომხმარებლებში – ყველამ, ვისაც ბრენდმა თვითონ მისწერა 14 თებერვალს გვიან ღამით და ადრესატს ეღვიძა/უპასუხა – მატრასებზე ფასდაკლება მიიღო. ფეხსაცმლის ბრენდმა Clarks, 18-წუთიანი მოკლე ფილმით, კულტურაზე თავისი გავლენა გადმოსცა; კალათბურთელი ენტონი დევისი – „სერა ვის” სახე გახდა, თუმცა მაიკლ სერას წინა წლის კამპანიას ცალსახად ვერ აჯობა.
წლის ერთ-ერთი საყვარელი კამპანია – არასდროს გახდე ყოფილი ნიუ-იორკელი იყო. ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ პარკები გამოიყენა იმ გზავნილის გასატარებლად, რისი თქმაც ადამიანებს უნდათ ხოლმე, როდესაც ვინმეს საჭმელს უმზადებენ. წლის საუკეთესო ქორეოგრაფიას კი DoorDash-თან მივყავართ – დელივერი სერვისმა გვაჩვენა გზა იმ ხალხის ზარიდან სახლის კარამდე, რომელიც სხვადასხვა საჭირო პროდუქტს იძახებს.
ლუდმა კორონამ მზის ჩასვლა „დატოვა“ ბილბორდებზე; წლის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კამპანია KFC-ს Believe in Chicken იყო, ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო Storytelling-ვიდეო კი Women’s Aid-მა ბრიტანეთში გაუშვა.
ქათმის გრიპის ფონზე, როცა ამერიკაში კვერცხი გაძვირდა და დეფიციტი შეიქმნა, ნიუ-იორკში მისი გაყიდვა თავის მოვლის ბრენდმა The Ordinary-მ დაიწყო, რომელსაც საკვებთან კავშირი არ აქვს. მის საკომუნიკაციოდ კი უბრალოდ ინსტაგრამის Reel გამოიყენეს.
2000-იანების დასაწყისის ჰიტი – Afroman-ის Because I Got High – Puma-მ გამოიყენა ახალი სიმაღლეების დამპყრობელი მორბენალებისთვის; უკვე მეორე წელია, დაუნის სინდრომის დღეს, CoorDown შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ცნობადობის გასაზრდელად კამპანიას აკეთებს – 2025-ში კამპანიის ტეგლაინი „გვინდა ვიყოთ იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება” იყო; Moët & Chandon-მა ავსტრალიაში საცობის ფორმის საჰაერო ბუშტი გადააფრინა, ხოლო Liquid Death-ის კამპანიამ ლუდის კეგები, რომელშიც კომპანიამ წყალი ჩამოასხა, 40 წუთში ამოყიდა.
ერთ-ერთი საყვარელი კამპანია JC Penney-ს Yes, JCPenney იყო, რომელმაც მარკეტერებს გაგვახსენა, როგორ შეიძლება დაბალი ფასების კომუნიკაცია საინტერესოდ წარმოაჩინო. Goodyear-მა ფილმებიდან მთვარემდე, ფორმულადან – მუსიკალურ რგოლებამდე, ყველა ისტორიული მომენტი გაგვახსენა, სადაც კომპანიის საბურავები ფიგურირებდა. ეს ვიდეო 2025 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მონტაჟის მქონე სარეკლამო რგოლია.
გენიალურად შეირაცხა Heineken-ის The Flipper, საინტერესოდ – Sanpellegrino-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სოპრანოს” ვარსკვლავების მონაწილეობით და სიახლედ – Subway-ს ბილბორდი, რომელსაც თავისი სურნელი აქვს.
ბევრ ჯილდოს ალბათ ლუდი Harbin მოიგებს, ბევრი გაურკვევლობა Peta-ს შეხვდა, ბევრი სიყვარული კი – IKEA-ს ინსტაგრამ სიტკომს. კრეატიული მიმართულებისა და კლიენტის ნდობის მაგალითია Mischief-ის კოლაბორაცია Slate Auto-სთან. ეს აუცილებლად სანახავია!
წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კამპანია ბრაზილიური სილამაზის ბრენდის, O Boticário-ს დედის დღისადმი მიძღვნილი რგოლი და შესაბამისი გაშლა იყო. Toblerone-მა თავისი, ჭამისთვის მოუხერხებელი ფორმა, რგოლად აქცია. Ōura Ring-ის კამპანიებს შორის წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება კამპანიამ “Give Us the Finger“ გამოიწვია. Greenpeace-მა ბრიტანეთში აქციებზე დაჭერისას ავტობუსის გაჩერებებს, როგორც მედიას მიმართა და ბრიტანეთშივე გააკეთა საინტერესო Outdoor კამპანია Canva-მ, სადაც საკუთარი პროდუქტის შესაძლებლობები კარგად წარადგინა; ჰონგ კონგში კი ტელემედიცინის პლატფორმა Noah-მ მამაკაცების სექსუალურ ჯანმრთელობაზე საუბარი ამ ფორმით დაიწყო.
Axe-მა საწყისებთან დაბრუნება სცადა, ფიზიკური წერილები Hiscox-მა დააგზავნა ლიდებთან, რომლებსაც აუხსნეს, რომ წითელი ღვინო ვერ ამოვა საყვარელი ხალიჩიდან და სახლის დაზღვევის შეთავაზება მოაყოლეს. AI-ს ეპოქაში და ტელეფონებში 6 საათის გატარების პარალელურად, „პოლაროიდმა” მომხმარებელს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ნამდვილი ცხოვრებით ტკბობა.
Coldplay-ს კონცერტზე „დაჭერილი” წყვილი ხომ გახსოვთ? Coldplay-ს ვოკალისტის ექსმეუღლე, გვინეტ პელტროუ (Coldplay-ს სოლისტის, კრის მარტინის ყოფილი მეუღლე) იმ კომპანიის დროებითი სახე გახდა, რომლის CEO-ც ყველამ ვნახეთ.Astronomer-მა ეს ამბავი ახალი მომხმარებლების მოსაზიდად გამოიყენა.
ხომ გახსოვთ Oreo-ს Dunk in The Dark? Rascals-მა გაგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ მედიაში სისწრაფე. TikTok-ზე წელს ძალიან ცოტა ბრენდმა გაიმეორა ის წარმატება, რაც Rascals-ის stitch-მა. Wes Anderson-მა Montblanc-ს გადაუღო თავის სტილში და ტანსაცმლის ბრენდმა Rains – ASMR(?) Reels-ით წარადგინა ახალი კოლექცია.
რადგან Fashion-ტალღაზე ვართ – YouTube-ის 2025 წლის სარეკლამო ჰიტი ცალსახად GAP-ის Better in Denim იყო KATSEYE-სთან კოლაბორაციით. Columbia-მ ჩვენი ტანსაცმელი ყველაფერს გაუძლებსო და Stone Island-მა ზვიგენებთან „გაცურა”. Dior-მა ბავშვებისთვის სკოლაში დასაბრუნებლად ახალი კოლექცია და კამპანია გააკეთა და Tilda Swinton – Gentle Monster-ის კამპანია BOLD-ის სახე იყო. სხვათა შორის, Gentle Monster-ს ასევე საინტერესო ფორმატის Reels გამოუვიდა. ტანსაცმლის გადაყიდვის პლატფორმა Depop-მა თავისი პირველი დიდი კამპანია – Where Taste Recognises Taste წარადგინა, Jacquemus-მა დედას ახალი ჩანთა მიუძღვნა და მისი ხასიათი Instagram reels-ებით გადმოსცა.
Adweek-მა 2025 წლის საუკეთესო რეკლამად მაკდონალდსის McDonaldland დაასახელა; Art Direction-ის მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია Hornbach-ის აბაზანის გაუმჯობესების რეკლამა, რომელიც ცოტა Mr. Wind-ს მოგაგონებს. რადგან Mr. Wind ვახსენეთ, Droga 5-ის ნამუშევარიც ვახსენოთ Potential Energy Coalition-ისთვის.
სხარტი პრინტკამპანია მერსედესს ინდოეთში ჰქონდა. Anthropic-ს პირველი დიდი კამპანია Mother-მა გაუკეთა Claude-სთვის; Anthropic-ის კონკურენტს, Open AI-საც ჰქონდა მარკეტინგული აქტივობა და Open AI-ს CEO – Sam Altman – Worldcoin-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. Worldcoin-მა ლოს-ანჯელესში მცირე რობოტის გამოყენებით stunt-კამპანია განახორციელა. Doja Cat-მა 2.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა MAC-ისგან, რადგან „ტუჩსაცხი” შეჭამა MTV VMA-ზე. Audi-მ თავისი ძრავების სიმფონია დაწერა და ბილბორდებზე გაშალა.
ანიმაციურ რგოლებში წელს ერთ-ერთი ფავორიტი Life 360 იყო, ძლიერი ინსაითით დედებზე; პოლიტიკური კამპანია 2025-ში ცალსახად ყველაზე კარგად ზორან მამდანის გამოუვიდა და New York-ის მერიც გახდა – მისი გრძელი კამპანიის (რომელიც არჩევის შემდეგაც გრძელდება) ერთ-ერთი კარგი მაგალითი სწორ დროს (Survivor-ის გაშვებისას) სწორად მორგებული კონტენტია.
თუ აქამდე ვინმემ წაიკითხეთ – ცოტაც…
Spotify-ს რომ Pixel ჰქონია – ამ კამპანიით გავიგეთ, რომელიც სპეციალურად მარკეტერებისთვის გააკეთეს და წლის ერთ-ერთი გამორჩეული on brand კამპანიაა. „უკეთესიც შეიძლებოდას” კატეგორიაში კი დე ნიროს და ალ პაჩინოს Moncler-ის რგოლი და გაშლაა.
Olivia Colman-მა წელს The Bear-იც მოასწრო და Burberry-ს რგოლიც, ავსტრალიაში სუპერწებო Liquid Nails-მა „ძალიან მაგარი” Outdoor კამპანია გააკეთა. Hatch ერთ-ერთი გამორჩეული იყო Halloween-ის დროს გაკეთებულ მარკეტინგულ აქტივობებში, Dunkin-ის ინსტაგრამპოსტთან ერთად.
2025-ში ლუვრი რომ გაქურდეს, ხომ გახსოვთ? წლის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კამპანია იმ კიბის ბრენდმა გააკეთა, რომელიც ძარცვისას გამოიყენეს.
Spotify-მ ფანებს 15-წამიანი რგოლები მიუძღვნა, IKEA-მ ისტორია price-tag-ებით მოჰყვა და Playstation-მა თავისი თამაშებიდან მასშტაბური კამპანია გამოიყვანა. ძალიან ემოციური იყო Shelter-ის საშობაო რგოლი.
ფილმების მარკეტინგი ბოლო წლებია, უფრო და უფრო მაგარი ხდება. ერთ-ერთი ფავორიტი მარკეტინგი 2025-ში Marty Supreme-ს ჰქონდა. აქ შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად, რატომ.
ტურიზმის საუკეთესო კამპანია? ალბათ Icelandair-ს ეკუთვნის.
წლის მიუზიკლი-რეკლამა? ალბათ, Apple.
TikTok წელს Duolingo-მ „წალეკა”, თან არაერთხელ!
და ცალკე აღნიშვნად ღირს Nike:
- რომელიც მალია ობამამ (კი, ბავშვად რომ გვახსოვს უმეტესობას) გადაიღო
- Homage to Kobe
- 90-იანების ბოლოს / 2000-იანების დასაწყისის Nike-ს ვაიბის დაბრუნება – Scary good-ში
- Tyler, The Creator-ის ხმა Why Do It-ში
- ჩინეთში, Ramen Shop-ში, Nike-ის stunt
- New York Times-ში მთლიან გვერდზე განთავსებული რეკლამა – მარათონის შემდეგ
- ისევ ოდნავ 90-იანების ვაიბი, ახლა უკვე აფრიკული, ფეხბურთის Heritage-ზე
2025 წლის გაკვეთილი: არ არის აუცილებელი კარგი კამპანია რგოლით იწყებოდეს, ან საერთოდ ჰქონდეს ის. არდასავიწყებელია, რომ: 9×16 is the new king, ანუ ტრადიციული წუთნახევრიანი რგოლები კვდება, AI მეტად და მეტად ნორმალიზდება, კრეატორები კიდევ უფრო გაიზრდებიან და ამიტომ – დრო უმნიშვნელოვანესია.
*შენიშვნა: ამ ყველაფრის შეკვრაში უამრავმა სხვადასხვა წყარომ მიიღო მონაწილეობა:
Adage
Adweek
Ads of The World
Adobe Magazine
D&AD
LOVE THE WORK MORE
British Brands Group
radii.co
Milk Karten
VCCP
The Drum
Strategy Online
Campaigns Of The World
The Social Juice
Creative Review
Creative Salon
The Best Marketing Newsletter
Reddit/r/Marketing and many, many, many more











