FIFA ახალ ეპოქას ახალი ვიზუალით იწყებს — 2025 FIFA Club World Cup-ის ოფიციალური ემბლემა გაგვაცნო, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს: ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ახალი ფორმატი „ყველაზე ინკლუზიურ“ შეჯიბრებას გვპირდება ფეხბურთის ისტორიაში, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ექვსი კონტინენტური კონფედერაციის გუნდები იბრძოლებს.
ლოგო, რომელსაც ტურნირზე გამოიყენებენ, სპორტის ისტორიითა და კულტურითაა შთაგონებული. CWC-ის ინიციალები კი აბსტრაქტულადაა ნაჩვენები მრგვალ დიზაინში. მინიმალისტური სტილის მიზანი, თავის მხრივ, ტურნირის გლობალური ბუნების ასახვაა და, ამასთან, მოასპარეზე კლუბებზეც ფოკუსირდება, რომელთა შორისაა AFC, CAF, Concacaf, CONMEBOL, OFC და UEFA.
მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებული წარმომადგენლებით კი FIFA იმედოვნებს, რომ მეტად ინკლუზიურ და კონკურენტულ გარემოს შექმნის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბსაც განსაზღვრავს.
მეტიც, FIFA-მ ჰიმნად იტალიელი მომღერლის Gala-ს Freed from Desire აირჩია.
2025 FIFA Club World Cup ამერიკაში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.