in

როგორი იქნება 2025 წელი დიდი პლატფორმებისთვის

ციფრული რეკლამის ბაზარზე პლატფორმების დომინირება დღითიდღე იზრდება. 2024 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ Meta-მ, ByteDance-მა და Amazon-მა სარეკლამო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს. Netflix-მა და Spotify-მაც გააძლიერეს თავიანთი პოზიციები – მხოლოდ Netflix-ს, წლის ბოლოსთვის, 301 მილიონი გამომწერი ჰყავდა, რაც 15.9%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

თუმცა, 2024 წელს, სოციალური პლატფორმები სერიოზული გამოწვევების წინაშეც დადგნენ. ავსტრალიამ პირველმა აკრძალა სოციალური მედიის გამოყენება 16 წლამდე მოზარდებისთვის, და უკვე სინგაპურიც განიხილავს მსგავსი კანონის მიღებას. TikTok კვლავ იბრძვის აშშ-ში არსებობის შესანარჩუნებლად და ა.შ.

რა უნდა ველოდოთ 2025 წელს? როგორც ჩანს, ბრენდის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. რაც უფრო მეტი პლატფორმა და არხი ჩნდება, მით უფრო რთული ხდება რეკლამების უსაფრთხო გარემოში განთავსება. განსაკუთრებით მაშინ, როცა კამპანიების ოპტიმიზაცია სულ უფრო ავტომატიზებული ხდება.

დიდი ცვლილებები გველის გრძელი ფორმატის კონტენტის მხრივაც. Snapchat-მა უკვე გამოაცხადა, რომ ცვლის თავის მონეტიზაციის სტრატეგიას და კონცენტრირდება 60 წამზე გრძელ ვიდეოებზე. YouTube-ი კვლავ რჩება სტანდარტად კრეატორების მონეტიზაციის კუთხით, მაგრამ Instagram-ი და TikTok-იც აქტიურად ცდილობენ გრძელი ვიდეოების წახალისებას. კვლევები აჩვენებს, რომ კრეატორების 72% გრძელი ფორმატის კონტენტის წარმოების გაზრდას გეგმავს 2025 წელს.

პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც მკვეთრად გაიზრდება. Machine Learning ალგორითმები დაეხმარებიან პლატფორმებს ბიდინგის ოპტიმიზაციაში, ასევე რეალურ დროში ფასების ბაზრის დინამიკისთვის მორგებაში.

მოიმატებს მოთხოვნა გამჭვირვალობასა და კონტროლზე. სულ უფრო იზრდება სკეპტიკური დამოკიდებულება „შავი ყუთის“ ტიპის მედიაციის პლატფორმების მიმართ და მეტ ავტონომიას ეძებენ მონეტიზაციის სტრატეგიებში. ამის გამო, მოსალოდნელია Prebid გადაწყვეტილებების პოპულარობის ზრდა, რაც გამომცემლებს საშუალებას აძლევს პირდაპირ ითანამშრომლონ სასურველ პარტნიორებთან.

პლატფორმების მომავალი კომპლექსური და საინტერესო იქნება – ერთი მხრივ, მათი გავლენის ზრდას ვხედავთ, მეორე მხრივ კი, მზარდ რეგულაციებსა და მოთხოვნას მეტ გამჭვირვალობაზე. წარმატებული ის იქნება, ვინც ამ ბალანსის დაცვას და ინოვაციურობის შენარჩუნებას ერთდროულად შეძლებს.

წყარო:

უსაფრთხოება, როგორც Bolt-ის მთავარი ღირებულება

ობობები მარსზე — მეცნიერებმა წითელი პლანეტის უნიკალური მახასიათებლები გამოავლინეს