წლის ბუნების ფოტოგრაფი ასმუნდ კეილენი გახდა, ნორვეგიელი ფოტოგრაფი, რომელმაც ზაფხულში ცაზე ფრინველების გადაფრენა აღბეჭდა. ამ კადრით კონკურენცია 96 ქვეყნის 24 781 ფოტოს გაუწია, თანაც შემთხვევით, რადგან ეს სურათიც უეცრად გადაიღო და ამას ჩვეულებისამებრ წინ არც საათობით ლოდინი და არც ლოკაციის შერჩევა უძღოდა. უბრალოდ მანქანის თავზე ყავა დარჩა, ასაღებად მიბრუნდა, უცბად ცაში აიხედა და გადაიღო ის, რამაც წლის ბუნების ფოტოგრაფის წოდება მოუტანა.

ამ კადრის ფრინველების კატეგორიაში გამარჯვება საკმაოდ ლოგიკური იყო, თუმცა მიღებულ ჯილდოს ჟიური ასე განმარტავს: „ეთერიული ფერებით, სრულყოფილი ბალანსითა და არააამქვეყნიური ატმოსფეროთი, სურათი საოცრების ზღაპრულ განცდას აღწერს, რომელიც უნივერსალური და კლასიკურია“.
გამორჩეულ ფოტოებს შორის გვხვდება კადრი, რომელიც სასიცოცხლო ციკლის მკაცრ რეალობას ასახავს — სწორედ ამიტომ ვხედავთ პოლარული საუზმის მთავარ ავტორს, თეთრ დათვს ნადირობის შემდეგ:

ბენ მატეს ფოტოს კი ეს სანახაობა უფრო მცირე მასშტაბებში გადააქვს და გვაჩვენებს, როგორ ესხმიან თავს კიბორჩხალები უმწეო ფრინველს:

თუმცა წლის საუკეთესო კადრები ამით არ მთავრდება, 2025 Nature Photographer of the Year-ის სხვა გამარჯვებული ფოტოები არანაკლებ შთამბეჭდავია, ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავს, რაღაც არარეალურს და არა იმას, რისი გადაღებაც ბუნებაში შესაძლებელია:























