უკვე არაერთი ტრენდის შესახებ გავიგეთ, მაგრამ Pinterest-ს მაინც დარჩა ჩვენთვის რაღაც სათქმელი. ყოველწლიური Pinterest Predicts გვეუბნება, რომ 2025 წელს ყველა მაქსიმალიზმისკენ გადაინაცვლებს, თამამი არჩევანით დეკორში და განაცხადებით მოდის სფეროში. ქვემოთ კი დაახლოებით გაგაცნობთ იმას, რაც მომდევნო წელს გელოდებათ სახლის, მოდისა და სხვა სფეროებში:
სახლი
Terra Futura — ეკომეგობრული სახლები
ბუმერებისა და თაობა X-ის წარმომადგენლები ეკომეგობრული ცხოვრებისკენ მიიწევენ და სწორედ ისინი უყრიან საფუძველს Terra Futura-ს ტრენდის არსებობას. წარმოიდგინეთ, მზეზე მომუშავე სახლები, ბაღები და მდგრადი მოდა. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხები უკვე აქტუალურია, თუმცა ამჯერად ამბობენ, რომ მას მაქსიმალიზმი გაამდიდრებს.
Primary Play — ფერები საზღვრების გარეშე
ფერების სამყაროში 2025 წელს ჩვენში არსებული ბავშვური მხარე გაიღვიძებს. თაობა Z და X ძირითად ფერებს ავეჯისთვის იყენებენ, კედლებს ტრენდულ მურალებს ამატებენ და მოსაწყენ კარადებს ახალ სიცოცხლეს აძლევენ. ამგვარად, კონტრასტსა და თამამ შტრიხებზე იფიქრეთ — აქ საქმე ნათელი და მხიარული სივრცის შექმნას ეხება, რომელშიც შემოქმედებითობა ყვავის.
Mix & Maximalist — მეტი უკეთესია
დაივიწყეთ მინიმალიზმი, 2025 წელს მოდაში მრავალფეროვანი შაბლონები, პრინტები და ტექსტურებია. აქ არაფერია ზედმეტი, რაც მეტ ფერს გამოიყენებთ თქვენს დეკორში, მით უკეთესი იქნება.
მოდა
Seeing Double — შეუხამეთ სტილი ერთმანეთს
თუ პინტერესტს დავუჯერებთ, საუკეთესო მეგობრებმა 2025 წელს ჩაცმულობის შეხამებაზე უნდა იზრუნონ. დაწყებული ფესტივალებით და დამთავრებული პაემნებით, ადამიანებმა ერთმანეთს სტილი უნდა შეუხამონ და მოგონებებიც ერთად შექმნან. თუმცა აქ საქმე კოპირებაზე მეტად, თანამშრომლობას ეხება და ეს ყველა თაობაზე ვრცელდება.
Fisherman Aesthetic — „გახდით მეთევზე“
თაობა Z და X მეთევზის სტილს ამკვიდრებენ, რაშიც ტატუები, მოკლე მაისურები და ნაქსოვი ზედები იგულისხმება.
Moto Boho — ბოჰემა ბაიკერების სამყაროში
ჩათვალეთ, რომ ბაიკერები რაღაც ბოჰემურს გვთავაზობენ… თაობა ზეტისა და ბუმერების წარმომადგენლები ტყავის ჩანთებს, მოტოს ჩექმებს და თავისუფალ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. ამგვარად, Moto Boho ახალი თავისუფალი სტილია, რომელიც ძველ ე. წ. ჰიპების სტილს ჩაანაცვლებს.
მედიუმები
Cherry Coded — ალუბლები ყველგან
2025 წელს ალუბლებს ხშირად შეხვდებით, დაწყებული მოდიდან სახლის დეკორამდე. მაკიაჟშიც კი, დიზაინსა და მანქანებშიც.
Dolled Up— თოჯინების სამყაროში გადასვლა
თოჯინებით შთაგონებული ესთეტიკაც აქტუალურია, შესაბამისად, მას ოთახების დიზაინშიც შევხვდებით და სამკაულებშიც, მაკიაჟსა და დეკორაციებშიც.
Castlecore — შუა საუკუნეებში დაბრუნება
როგორც ჩანს, ინსპირაციისთვის თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლები შუა საუკუნეებს უბრუნდებიან — ჩვენ გოთიკურ სტილზე ვსაუბრობთ, სასახლეების თემატიკის სახლის დეკორსა და ანტიკვარულ აქსესუარებზე.
მშობლები
Nesting Parties — პრაქტიკული საჩუქრები
სქესის გაგების ცერემონიებიც ახალი ელფერით წარდგება 2025 წელს. უბრალოდ საჩუქრების მიტანის ნაცვლად, მეგობრებისგან ელიან, რომ პრაქტიკულ ნივთებს მიანიჭებენ უპირატესობას, თუნდაც ეს საფენები იყოს.
წვეულებები
Rococo Revival — ვინტაჟი ბრუნდება
მომავალ წელს ქორწილებსა თუ სხვა წვეულებებს როკოკოს სტილში იხილავთ თავისი კორსეტებით, ორნამენტებითა და მდიდრული აქსესუარებით.
Surreal Soirees — წვეულებები სიურრეალისტური შტრიხებით
მეტი ჯადოსნობისთვის, მომავალ წელს წვეულებებში სიურრეალიზმიც თავის ადგილს დაიკავებს. ფაქტია, რომ სალვადორ დალის ესთეტიკა თაობა X-ისა და ბუმერების წარმომადგენლებს ძალიან მოსწონთ:
აქ კი ლინკს დაგიტოვებთ, რომელშიც Adobe შემოქმედებითი ინდუსტრიის ტრენდებს გვაცნობს.