in

რას უნდა ველოდოთ 2025 წელს მარკეტინგში?

თუ არსებულ მოსაზრებებს დავუჯერებთ, წელს მარკეტინგში დიდი ამბები დატრიალდება. GroupM გვეუბნება, რომ გლობალურად სარეკლამო ხარჯი ისტორიაში პირველად გადააჭარბებს ტრილიონს… პროდუქტიულობის ეპოქაში ვაბიჯებთო, ამასაც ამბობენ, ამიტომ მოდით, ქვემოთ ერთად გავეცნოთ 2025 წლის პროგნოზებს მარკეტინგში:

ბრენდები ეცდებიან, მომხმარებელთა ღირებულებები გაიზიარონ

მართალია, დღეს მარკეტერები იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ მომხმარებლების შესახებ, ვიდრე ოდესმე, მაგრამ, რეალურად, უსმენენ თუ არა მათ? მომხმარებელთა 44% გეოგრაფიული, რასობრივი და ეთნიკური კუთხით იგნორირებულად გრძნობს თავს მედიისა და რეკლამის განმთავსებლებისგან. მათ მესამედს კი სურს, იმ ბრენდებში გადაიხადონ უფრო მეტი, რომლებიც მათსავე ღირებულებებს იზიარებენ.

თუ სააგენტო PPK-ის შემოქმედებით ხელმძღვანელ პოლ პრატოს დავუჯერებთ, 2025 წელს წარმატების მისაღწევად ბრენდებმა სითამამე უნდა გამოიჩინონ, მომხმარებლების იდენტობები კი არ ასახონ, რასაც სარკისებრ რეკლამირებას ეძახიან, არამედ უშიშრად ისაუბრონ ბრენდის სიმართლეებზე. 

გენერაციული AI მთავარ თემად იქცევა

მარკეტერები ფიქრობენ, რომ 2025 წელს გენერაციულ AI-ს ჭარბად გამოიყენებენ კამპანიების ბრიფების შესადგენად, მომხმარებელთა მონაცემების შესაგროვებლად და ვერსიების წარმოსაჩენად. ისინი თავიანთი AI სტრატეგიების დახვეწას ცდილობენ, უამრავი ხელსაწყოც აქვთ, რის გამოც ელიან, რომ თითქმის ყველა შემოთავაზებულ პროდუქტში AI რაღაც კუთხით მაინც იქნება ჩართული.

მარკეტერებისთვის პრიორიტეტი პროდუქტიულობა გახდება

მარკეტინგის ხელმძღვანელებისგან მეტ პროდუქტიულობას ელიან… მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობასა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული აზროვნება. მაჩვენებლების ზრდაზე გაკეთდება ფოკუსი, რადგან მარკეტინგული გადაწყვეტილების მიმღები პირების 55% ამბობს, რომ კამპანიები ხშირად ვერ ამართლებს ინვესტიციებს — ამას ბევრი მარკეტერი განიცდის, FOFO (fear of finding out) ეწოდება, რაც რაღაცის გაგების შიშს გულისხმობს“…

სოციალური მედიის ტრენდები მარკეტერების მთავარ იარაღად იქცევა

ბრენდები სოციალურ მედიაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ, ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება ნიშური სეგმენტის მქონე კრეატორებთან და უფრო მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფა სოციალური კომერციისთვის ის ორი ტრენდია, რომლებსაც 2025 წელს კრისტოფერ დუგლასი, Billion Dollar Boy-ის სტრატეგი, ელის.

თაობა ალფასთან მისაღწევად კი, ბრენდები თავიანთ საზღვრებს გაარღვევენ ისე, რომ ეს მათსავე გრძელვადიან სტრატეგიებს ემსახურებოდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ავთენტური გზებით უნდა ეცადონ, ალფა თაობის მეგობრებად წარმოჩინდნენ.

ამასთან, უპირატესობა რაც შეიძლება მოკლე კონტენტს აღარ მიენიჭება:

2025 წელს დიდი ფორმატის მქონე კონტენტით ბრენდები იმ აუდიტორიას დაუკავშირდებიან უკეთ, რომლებსაც ურჩევნიათ, გამოიწერონ ჟურნალები, უყურონ გრძელ ვიდეოებსა თუ პოდკასტებს, — აცხადებს სოფი კროუთერი, Billion Dollar Boy-დან.

პირველი მხარის მონაცემებისთვის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი გახდება

ტექნოლოგიური სფეროს შემდგომი ნაბიჯების მიუხედავად, კონფიდენციალურობის რეგულაციები ვითარდება. ეს გვიბიძგებს პირველი მხარის მონაცემების ეთიკური, უსაფრთხო შეგროვებისკენ, რომელიც დაგვეხმარება, მეტი გავიგოთ არსებული მომხმარებლებისა და უფრო ფართო აუდიტორიის ქცევის შესახებ — ეს მარკეტერების საქმეს ცოტათი ართულებს, მაგრამ სახალისოცაა, რადგან მარკეტინგის ძველ მეთოდებთან დაბრუნებას ჰგავს, სადაც გეოგრაფიას, ZIP კოდსა და DMA-ს ვიყენებდით….

ბრენდირებული მობილური აპლიკაციები გენერაციული AI-ით ისარგებლებს

აპლიკაციები ბრენდებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯებისა და მისი მართვის სირთულიდან გამომდინარე, ბაზარზე ახლა იმაზე უფრო ნაკლებად გვხვდება, ვიდრე 2010 წელს. დღეს კი ფიქრობენ, რომ ამ ტენდენციას სასიკეთოდ ხელოვნური ინტელექტი შემოაბრუნებს და აპლიკაციის შექმნისა თუ მართვის პროცესს გაამარტივებს.

მარკეტინგი სპორტში კვლავ აქტუალური იქნება

სპორტი კვლავ რჩება მარკეტერებისთვის შესაძლებლობად, დაუკავშირდნენ Live აუდიტორიებს. თუმცა ამ მიზნის მიღწევაც მეტად რთულდება, რადგან მომხმარებლები დიდ დროს ატარებენ პლატფორმებზე. NFL, NBA და სხვა ლიგები აგრძელებს მათ დაინტერესებაზე ზრუნვას, თუმცა, ამასთან, უფრო მეტ გულშემატკივარს ვხედავთ ქალებისა და სხვა განვითარებადი სპორტის მხარდამჭერთა რიგებში. ეს კი რეკლამის განმთავსებლებისთვის პირდაპირ ახალ შესაძლებლობად შეგვიძლია, ვთარგმნოთ.

ამგვარად, 2025 წელს მარკეტერები ხელახლა დაფიქრდებიან იმაზე, სპორტული მარკეტინგის რომელ მიმართულებაში დახარჯონ ფული და წავლენ იქ, სადაც გულშემატკივრები არიან…

YouTube-ს ქართულად ავტოგენერირებული ტიტრები დაემატა

სააგენტოები Publicis Worldwide და Leo Burnett გაერთიანდნენ