in

რომელი პროგნოზები გამართლდა 2025 წელს და რომელი – არა

ისევე როგორც ყოველ წელს, 2025-ის დასაწყისშიც კეთდებოდა პროგნოზები მარკეტინგის, ბრენდებისა და შემოქმედებით სფეროებში: რა ტრენდები იქნება, AI-ს რამდენად გამოვიყენებთ, რომელი პლატფორმები იქნება აქტუალური და ა.შ. თავისი აზრი ბევრმა სპეციალისტმა დააფიქსირა სრულიად ინდუსტრიის მასშტაბით. მათ ისაუბრეს: კერძო კომუნებზე, AI-ზე ყველგან და ყველაფერში, LinkedIn-ის გაძლიერებაზე და უფრო მდგრად ბიზნესმოდელებზე გადასვლაზე. ახლა, როცა წელი დასრულებულია, კარგი შანსია, უკან გავიხედოთ და შევამოწმოთ, რა გამართლდა, რა არა და რა ვისწავლეთ.

ზოგიერთი პროგნოზი იდეალურად დაემთხვა რეალობას. ზოგი უფრო ნელა ან სულ სხვანაირად განვითარდა. სწორედ ამ სხვაობაში – პროგნოზსა და რეალობას შორის, იმალება ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები.

ამ სტატიაში გავიხსენებთ 6 ასეთ პროგნოზს, რომლებიც გვეტყვის, რა მოხდა რეალურად, სად ავცდით მოლოდინს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება კრეატორებმა და ბრენდებმა 2026 წლის დაგეგმვისას.

პროგნოზი 1: LinkedIn როგორც creator & influencer ჰაბი

2025 წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ LinkedIn პროფესიული ქსელიდან უფრო სრულფასოვან creator პლატფორმად გადაიქცეოდა. LinkedIn-მა გააძლიერა ვიდეოფორმატები, დაამატა creator-ზე ორიენტირებული ანალიტიკა და გაამარტივა კონტენტის რეგულარული გამოქვეყნება. პარალელურად, ბრენდები უფრო აქტიურად იწყებდნენ creator-ებთან თანამშრომლობას, ხოლო თანამშრომლები LinkedIn-ს იყენებდნენ პირადი და კომპანიის ბრენდის ასაშენებლად.

მტკიცებულებები:

ვიდეო გახდა LinkedIn-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმატი (36% წლიური ზრდა);

creator–brand პარტნიორობები მნიშვნელოვნად გაიზარდა;

თანამშრომლების მიერ შექმნილმა კონტენტმა (employee-generated content) მეტი ნდობა და reach მოიტანა;

Gen Z აუდიტორიამ LinkedIn უფრო თავისუფალ და creator-friendly სივრცედ აქცია;

რას ნიშნავს ეს შენთვის: LinkedIn დღეს უკვე არა მხოლოდ CV-ების პლატფორმაა. თუ შენი საქმიანობა მოითხოვს ნდობას, კონტენტსა და ავტორიტეტს – LinkedIn უნდა იყოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროგნოზი 2: მცირე და კერძო კომუნების ზრდა

2025 წელს აშკარად გამოიკვეთა გადაადგილება ხმაურიანი საჯარო ფიდებიდან უფრო მშვიდ, მიზანმიმართულ სივრცეებში.

საჯარო პლატფორმები დარჩა აღმოჩენის (discovery) ადგილად, ხოლო ნამდვილი კავშირი სულ უფრო ხშირად იქმნებოდა კერძო სივრცეებში, როგორებიცაა ფბჯგუფები, დისკორდი, ინსტაგრამის არხები და სხვა.

პროგნოზი 3: ხელოვნური ინტელექტი კონტენტის შექმნის ბირთვული ნაწილი გახდება

2025 წლის დასაწყისში პროგნოზი მხოლოდ ის არ იყო, რომ AI უფრო გავრცელებული გახდებოდა. მთავარი მოლოდინი იყო, რომ პლატფორმები მას სრულად დააინტეგრირებდნენ, ხოლო აუდიტორიის რეაქცია შერეული იქნებოდა. სწორედ ასე განვითარდა წელიც.

AI ინსტრუმენტები ღრმად ჩაჯდა სოციალურ პლატფორმებში – იდეების გენერირებიდან და რედაქტირებიდან დაწყებული, დისტრიბუციით დასრულებული. ამავდროულად, შემქმნელებისა და აუდიტორიის დამოკიდებულება მაინც ფრთხილი იყორამაც პლატფორმები და ბრენდები აიძულა, უფრო გააზრებულად ემოქმედათ, სანამ AI-ს გამოიყენებდნენ კონტენტში.

რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი: AI-მ 2025 წელს კრეატიულობა არ ჩაანაცვლა, მან მხოლოდ დრო შეამცირა.

პროგნოზი 4: მოკლე ვიდეო კვლავ დომინანტად დარჩება

მოკლე ვიდეოების გამოქვეყნების ტემპი 2025 წელს მართლაც არ შენელებულა. ის გაფართოვდა თითქმის ყველა დიდ პლატფორმაზე, TikTok-იდან და Instagram-იდან – LinkedIn-მდე და YouTube-მდე.

შედეგად, ვიზუალური თხრობა სწრაფად განვითარდა: სწრაფი ჭრები, ტექსტზე ორიენტირებული ნარატივები და მიკროისტორიები TikTok-სა და Reels-ზე ჩვეულებრივ სტილად იქცა.

პროგნოზი 5: პლატფორმები გადაიქცევა ბოლომდე ინტეგრირებულ ეკოსისტემებად

2025 წლის დასაწყისში პროგნოზი იყო, რომ პლატფორმები შეეცდებოდნენ შემქმნელების „შიგნით“ დატოვებას. ეს მართლაც აასე მოხდა, თუმცა არა თანაბრად.

ზოგმა პლატფორმამ რეალური პროგრესი აჩვენა ერთიანი ეკოსისტემის შექმნაში, სხვებმა კი უფრო ვიწრო მიმართულებები აირჩიეს. Instagram-მა და Facebook-მა გააფართოვა შექმნის ფუნქციები: რედაქტირება, AI-გენერირებული აღწერები, აუდიორეკომენდაციები და დაგეგმვა, რაც ამცირებდა სხვა აპებში გადასვლის საჭიროებას.

პროგნოზი 6: კრეატორის ბიზნესმოდელები გასცდება „სოლო” საქმიანობას

2025 წლის დასაწყისში ბევრი პროგნოზირებდა, რომ შემქმნელები ერთპიროვნულად აღარ იმოქმედებდნენ და უფრო ტრადიციულ ბიზნესსტრუქტურებზე გადავიდოდნენ – პატარა გუნდებსა და დივერსიფიცირებულ შემოსავლებზე.

ეს ცვლილება მართლაც მოხდა, მაგრამ ძირითადად შემქმნელების ზედა სეგმენტში. დიდი აუდიტორიის მქონე სრულგანაკვეთიანმა კრეატორებმა დაიწყეს თანამშრომლების დაქირავება შეთავაზებების გასაფართოებლად. 

იდეა, რომ „ზრდა ნიშნავს გუნდის აშენებას“, შემქმნელების უმეტესობაზე არ გავრცელდა. ამის ნაცვლად, ბევრი შემქმნელი შეგნებულად დარჩა ისევ მცირე ბრენდად. ისინი დაეყრდნენ AI-ს, რათა გაეზარდათ კონტენტი ადამიანების დამატების ან ზედმეტი ხარჯების გარეშე.

საბოლოო ჯამში, კრეატორეკონომიკა 2025 წელს საკმაოდ მომწიფდა, თუმცა არა ერთი მიმართულებით. ამ პროგნოზების გადახედვისას ერთი რამ მკაფიოდ ჩანს – ნებისმიერი ზრდა სოცმედიაში მოდიოდა გააზრებული არჩევანიდან: სად გამოჩენილიყვნენ კრეატორები, როგორ დაეკავშირებინათ აუდიტორია და რა ტიპის მუშაობა იყო მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში. შემქმნელები ირჩევდნენ პლატფორმებს, რომლებიც ნდობას უწყობდა ხელს.

3 განსხვავებული სმარტფონი CES 2026-დან

როგორ ვისწავლოთ სწრაფად? — ნეირომეცნიერები 7 გზას გვაცნობენ