in

წლის ტოპ კადრები კომერციულ ფოტოგრაფიაში — 2025 Spotlight Awards

კომერციული ფოტოგრაფიის მასშტაბი საკმაოდ დიდია, რაც მას მეტად საინტერესოს ხდის. სწორედ ამ ფოტოგრაფების დამსახურებაა ბევრი პროდუქტის წარმატება, ახლა კი მათ პატივსაცემად 2025 Spotlight Awards-ის კონკურსის ფარგლებში 15 საუკეთესო ფოტოგრაფი გამოავლინეს. 

BOG
BOG

გრან-პრი სპორტის კატეგორიაში ფოტოგრაფმა ტოდ ენტონიმ მოიპოვა. გამარჯვება კი მას ცენტრალურ აზიაში ისტორიული სპორტის სახეობა ბუზკაშის გადაღებამ მოუტანა — ავღანელები თამაშობენ, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლები ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთს უთა­ვო და უფეხო თხა წა­არ­თვან და ფი­ნი­შამ­დე მი­ი­ტა­ნონ…

Todd Antony (United Kingdom). Grand prize winner and Sport winner

უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებულებს 50-ზე მეტი ინდუსტრიის ექსპერტი არჩევს. მათი ყურადღება კი, ენტონის გარდა, დელეინ მაქქუინის ფოტომაც მიიპყრო, არც მეტი, არც ნაკლები კბილის პასტით, რასაც მოჰყვება დამასო ავილას შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც ლისაბონის ორიენტეს სადგურია ასახული.

Sven-Anton (United States). Still Life winner

როცა სურათის შეფასებას ვცდილობ, ყურადღებას ვამახვილებ არამარტო ტექნიკურ და ესთეტიკურ მხარეზე, არამედ ფოტოს უნარზე, მოგიყვეთ ამბავი, რაც მარტივი ნამდვილად არ არის, როცა მხოლოდ ერთი კადრი გაქვს. იდეასა და მის აღსრულებას შორის თანმიმდევრულობას ვაფასებ, პერსონალიზმს, რომელიც ავტორის ხედვის დანახვის შესაძლებლობას გთავაზობს, — აცხადებს კონსუელო ბოლეა, Red Bull-ის უფროსი პროდიუსერი და ჟიურის წევრი.

ახლა კი დროა, 2025 Spotlight Awards-ის გამარჯვებულებს გაეცნოთ:

Stefan Groepper (Germany). Fashion winner
Victor Boccard (France). Emerging Talent winner
Dan Hack (United Kingdom). People & Lifestyle winner
Dámaso Avila (Spain). Architecture & Interiors winner
Hanna Kantor (Poland). Portraiture & Celebrity winner
Jeremy Baile (United Kingdom). Food & Drink winner
Delaney McQuown (United States). Advertising winner
Leo Rohrsetzer (Germany). Beauty winner
Vilka (Somm_Bird) (Australia). AI Image Developing & Creating winner
Alex Wallace (New Zealand). Corporate & Industrial winner
Si Cox (United Kingdom). Kids winner
Connor Langford (United Kingdom). Travel, Documentary & Landscape winner
BAM (Germany). Cars winner

სოლიკო ვირსალაძის ჟინი – სუხიშვილების კოსტიუმების ისტორია

რა არის OSI და როგორ უნდა გამოიყენონ ის მარკეტერებმა