in

ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი

2025 წლის ახალი ტოიოტა კოროლა კროსი უკვე საქართველოშია. ახალი მოდელი, კიდევ უფრო მეტად გამოირჩევა ოჯახზე მორგებული პრაქტიკულობითა და თანამედროვე ელეგანტურობით. განახლებული ხმის დამხშობი მასალების გამოყენების წყალობით, ახალი კოროლა კროსით მგზავრობა, ახლა უფრო ჩუმი, რბილი და კომფორტულია. ექსტერიერის დიზაინში ვხვდებით თანამედროვე ბადისებრ წინა ცხაურს, ადაპტირებადი  შორი მაშუქების მოწინავე ტექნოლოგიას და წინა და უკანა ფარების განახლებულ დიზაინს.

ახალი Corolla Cross აერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიას, ჰიბრიდულ ეფექტიანობასა და თანამედროვე დიზაინს, ავთენტური SUV ხასიათით. ის ასახავს Toyota-ს ძირითად ღირებულებებს – ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა (QDR) – და აგრძელებს კოროლას, როგორც ცხოვრების ნებისმიერი გამოწვევისთვის  სანდო თანამგზავრი მემკვიდრეობას, 

1966 წლიდან მოყოლებული, Toyota Corolla-ს 55 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა, რაც მას მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად აქცევს, ხოლო მის სანდოობს – ეტალონად ხდის. ახალი, მრავალფეროვანი Corolla Cross ღირსეულად აგრძელებს ამ დიდებულ ისტორიას: ოჯახზე მორგებული პრაქტიკულობა, მოწინავე ტექნოლოგიები – მათ შორის, Toyota-ს მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა, რომლითაც მოდელი 2022 წლიდანაა აღჭურვილი და Toyota T-Mate უსაფრთხოების ფუნქციები.

ახალი, დახვეწილი დიზაინი სპეციალურად ევროპელი მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული. ბადისებრი წინა ცხაური არა მხოლოდ ელეგანტურ და თანამედროვე შთაბეჭდილებას ქმნის, არამედ აუმჯობესებს ძრავში ჰაერის ნაკადმიწოდებას. მოდელის მაღალი კომპლექტაცია აღჭურვილია განახლებული ადაპტირებადი შორი განათების სისტემით (AHS), რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ხილვადობას, ხოლო ცენტრალურ ფარსა და შიდა ლინზაზე განთავსებული LED განათება თანაბრად ანათებს მთელ ზედაპირს და შთამბეჭდავ, მაღალი ხარისხის იერსახეს ქმნის.

უკანა ფარების შეცვლილი დიზაინი დამატებული ფრთებით აუმჯობესებს აეროდინამიკას და ზრდის მანქანის სტაბილურობას. კოროლა კროსის ამობურცული ლოგო და მძლავრი 18-დიუმიანი ალუმინის დისკები კიდევ უფრო გამოკვეთს მის მტკიცე ხასიათს.

სივრცითა და კომფორტით გამორჩეულ სალონში განახლებული დიზაინი მოიცავს გადაცემის ახალ ბერკეტს და გაზრდილ ცენტრალურ კონსოლს, რაც გულისხმობს ისეთ პრაქტიკულ განახლებებს, როგორიცაა დამატებითი ადგილი სმარტფონის დასამაგრებლად, მოძრავ შესანახყუთ და განახლებული ჭიქის დამჭერ. უახლესი უსადენო დამტენი სტანდარტია ნებისმიერი კომპლექტაციისთვის. გაუმჯობესებულია Android-ის კავშირი და დამუხტვის სიჩქარე (1.5-ჯერ სწრაფი), რომელიც ახლა უკვე  Apple CarPlay-ის დონეს ემთხვევა.

Toyota Smart Connect მულტიმედიური და საინფორმაციოგასართობი 10.5 დუიმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი და 12.3 დუიმიანი სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელი სტანდარტია, რეგიონში წარმოდგენილი ყველა კომპლექტაციისათვის. მოდელის მაღალი კომპლექტაციები, დამატებით აღჭურვილია ინტერიერში ჩაშენებული ჭკვიანი განათების, საჭისა და სავარძლების გათბობის ფუნქციით.

მგზავრებს ახლა კიდევ უფრო კომფორტული და მშვიდი მგზავრობა ელოდებათ, რადგან გაუმჯობესებები განხორციელდა სამ ძირითადმიმართულებით: სახურავის შეერთებებში გამოყენებული მაღალი ამორტიზაციის მასალა ამცირებს წვიმისა და გზის ხმაურს; უკანა ვენტილატორის ზონაში დამატებითი მასალების გამოყენება ამცირებს ხმაურს და ვიბრაციას უკანა მგზავრებისთვის; მაღალი კომპლექტაცის მოდელებზე სამფენიანი შიდა ძარასაიზოლაციო ფენა კი მინიმუმამდე ამცირებს ძრავის ხმაურს.

Corolla Cross ხელმისაწვდომია Hybrid 200 ვერსიით, რომელიც აერთიანებს ჰიბრიდის მოქნილობას, ეფექტიანობას და წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს ელექტრიფიკაციისკენ, რომელიც ემთხვევა Toyota-ს მრავალმხრივ სტრატეგიას ნახშირბადის ნეიტრალობის მისაღწევად. ტოიოტას C-SUV სეგმენტის სამოდელო  ხაზში Corolla Cross-ის გარდა ასევე შედის Toyota C-HR – ჰიბრიდული ვერსიით.

ექსტერიერში განსაკუთრებული სიახლეა წინა გრილის სპეციალური დიზაინი და პრიალა შავი Toyota ლოგო, რომელიც ექსკლუზიურად Storm Grey ორ ფერან ვერსიაშია ხელმისაწვდომი.

კოროლა კროსი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია 2.0 ჰიბრიდული ძრავით, რომელიც 0-დან 100 კმ/სთმდე აჩქარდება მხოლოდ 7,61 წამში. საშუალო წვა კი მხოლოდ 4,2 /100კმ შეადგენს.  

ახალი კოროლა კროსის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან შეგიძლიათ: ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, ტოიოტა ცენტრი ბათუმი.

[R]

თაკო სოსანიძე – გაიცანი წარმატებული სტეპერები

როგორ გამოვიყენოთ ამბის თხრობა სტრესის დასაძლევად