in

2026 წლის 6 ტრენდი ილუსტრატორებისთვის

წლის ტრენდები ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ AI-ის გამოჩენამ ამ ამბავს სულ სხვა ხიბლი შემატა, განსაკუთრებით ილუსტრატორებში, რომლებზეც ამბობენ, რომ, შესაძლოა, AI-მ ჩაანაცვლოს. თუმცა ასეც არ არის საქმე, რაშიც 2026 წლის 6 ტრენდი დაგარწმუნებთ:

BOG
BOG

1. ხელით შესრულებული ნამუშევრები

აქ ხელით დახატული თუ შექმნილი ნამუშევრები იგულისხმება. 2026 წელს ტრენდული Hand Printing-ის სახელით ცნობილი ტექნიკა ხდება, რომელიც რამდენიმე შემოქმედებით ტექნიკას აერთიანებს, მათ შორის დიზაინს, ხატვას, გრავირებასა თუ ხეზე ამოჭრას, ფერების დატანასა და ა. შ. 

2. საკუთარი ხედვის წინ წამოწევა

და რა უნდა გამოხატოს ხელოვანმა 2026 წელს, თუ არა საკუთარი შეგრძნებები, გული, სული, იდენტობა და ცოცხალი გამოცდილებები?! ეს ყველაფერი ძალიან ჰუმანური ელემენტებია და ადამიანები მას ისევე აფასებენ, როგორც კრეატიული განხორციელების გზებს — “მომხმარებლები ნამდვილ ილუსტრაციებს ეძებენ, რომელთაც აქვს საკუთარი მიზანი, ემოციური რეზონანსულობა და ადამიანური ინსაითები. ბაზრის ზრდასთან ერთად, ღირებული ის ნამუშევრები ხდება, რომლებიც ნაფიქრია და ავტორის ხელწერას ასახავს…”

 

3. რეალიზმი

კონკრეტული სივრცის რენდერის ზუსტად აწყობა კი შესანიშნავი უნარია, მაგრამ ამას ხელოვნური ინტელექტის მოდელებიც შესანიშნავად აკეთებს. ამიტომაც წელს ილუსტრატორების ამოცანად იმ გზების პოვნა იქცა, რომლითაც მნახველს გააოგნებენ და ასიამოვნებენ, იქნება ეს უნიკალური კომპოზიციები, ფერები, პერსპექტივები, დამოკიდებულებები თუ ატმოსფერო.

“რეალიზმი რომ გადარჩეს, სიზუსტეს უნდა გასცდეს. კომუნიკაცია უნდა შეეძლოს, მეტაფორის ტარება, გზავნილის მიწოდება, ემოციების გაღვიძება, ამბის მოყოლა თუ იმ სიმართლის გამჟღავნება, რომელსაც კამერა ვერ ხედავს. ამის გარეშე კი რეალიზმი ყურადღების მიღმა დარჩება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უნაკლოდ იქნება რენდერი შესრულებული”, — განმარტავს მუჰამედ დანავი, Illozoo-ს დამფუძნებელი.

4. ექსპერიმენტული ესთეტიკა

ამ გადატვირთულ სამყაროში ნამდვილად სჭირდება თვალს რაღაც ახალი, ისეთი, რაც აქამდე არ უნახავს. წარმატების გასაღები კი ექსპერიმენტებსა და ინოვაციების პოვნის სურვილშია, ფოკუსის აქეთკენ მიმართვაში, რასაც ექსპერიმენტულ ესთეტიკას უწოდებენ. პრაქტიკაში ეს არტისტების მიერ, მაგალითად, VR-ის, 3D-ს, კოდირების, ანიმაციის ხელსაწყოებისა და AI-ის ერთდროულად გამოყენებას გულისხმობს, რათა ვიზუალები ადამიანების წარმოსახვისთვის ჩვეული საზღვრების მიღმა გავიყვანოთ.

5. მეტი პოზიტივი

ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ ასეა. ეს ათწლეული შემდეგი სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოდ: კონფლიქტი, დაყოფა, არამდგრადობა… ხოლო ილუსტრაციას ამ ნარატივის პოზიტიურად შეცვლის უნარი შესწევს. თუნდაც ფერებით, რომლებიც სინათლესა და პოზიტიურ განწყობას ასახავს, სურათებით, რომლითაც აქცენტი კარგ ადამიანურ ამბებზე კეთდება. მოკლედ, მიუხედავად არამდგრადობისა, ილუსტრატორები უნდა ეცადონ, ფოკუსი პოზიტიური დეტალებისკენ მიმართონ.

6. ნათელი ფერთა პალიტრა

დაბოლოს, მართალია, პანტონმა თეთრი შემოგვთავაზა წლის მთავარ ტონად, მაგრად ილუსტრატორებს ეუბნებიან, რომ რაც შეიძლება ნათელი, ხმაურიანი, გამომხატველობითი და ენერგიული ფერები გამოიყენონ 2026 წელს. ისეთები, რომლებიც ვინტაჟურ კომიქსებში გვხვდება, იქნება ეს ყვითელი და იასამნისფერი, ფორთოხლისფერი თუ ნეონის მწვანე.

პირველი ეტლით მოსარგებლე კოსმოსში! — გერმანელი ინჟინრის ისტორიული ფრენა

ლაბუბუს ფილმი გამოვა?!