კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Orbital Assembly Corporation კოსმოსში პირველ სასტუმროს შექმნის, რომლის მშენებლობაც, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დაიწყება. 2027 წლისთვის კი ფუნქციონირებას დაიწყებს. მასში თავმოყრილი იქნება რესტორნები, კინოთეატრები, სპა და 400 ადამიანზე გათვლილი ნომრები.
საინტერესოა, რომ კოსმოსური სასტუმრო საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს, რის შედეგადაც ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნას შეძლებს.სასტუმროსთვის დაგეგმილი ორბიტა 97 გრადუსია, სიმაღლე კი 500-550 კილომეტრი. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს არის მზის სინქრონული პოლარული ორბიტა, რომელიც თერმულ სტრესს ამცირებს და უწყვეტი მზის ენერგიის გენერაციას უწყობს ხელს. ასევე, აქ ორბიტას დეგრადაციისა და კოსმოსური ნარჩენების რისკი ნომინალური იქნება.
კოსმოსურ სასტუმროში 24 მოდული განლაგდება, რომელთა სიგრძე 20 მეტრი და სიგანე 12 მეტრი იქნება. მისი ექსტერიერი კი, თავისი ფორმით ბორბალს დაემსგავსება. “ჩვენ არ გვსურს რაიმე ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, არამედ გვინდა, რომ უკვე ხელთ არსებული ტექნოლოგიები ახლებური გზით გამოვიყენოთ და მთლიანობაში ასეთი სტრუქტურა მივიღოთ” – ამბობს ტომ სპილკერი, ორბიტალური ასამბლეის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი.