პარიზის ოლიმპიადა დასრულდა, შესაბამისად, ახლა ყურადღება შემდგომი დიდი შეჯიბრისკენ მიაპყრეს — 2028 Summer Olympics ლოს-ანჯელესში გაიმართება, ქალაქი კი უკვე გვპირდება თანამედროვეობის ტრადიციებთან შერწყმას, რათა უნიკალური ოლიმპიური გამოცდილების მომსწრენი გაგვხადონ.
უკვე საკმაოდ ემოციური ამბის შესახებაც გავიგეთ — ვანესა ბრაიანტმა გარდაცვლილი მეუღლის, კობი ბრაიანტის პატივსაცემად, ერთ-ერთი ლოგო შექმნა. ასე კი კობის მემკვიდრეობასა და სპორტზე მის მნიშვნელოვან გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ეს ემბლემა კობის პატივსაცემად შევქმენით. ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს Mamba-ს მენტალობას ყველა ოლიმპიელსა და პარაოლიმპიელს. ამაყი ვარ, რომ ეს ემბლემა ლოს-ანჯელესის თამაშებზე იქნება წარმოდგენილი. ვიცი, კობი იამაყებდა ამ დიდებულ ქალაქში თამაშების მასპინძლობით“, — აცხადებს ვანესა.
თუმცა გვეუბნებიან, რომ ვანესა ბრაიანტის მიერ შექმნილი დიზაინი ლოგოზე მეტია, გამძლეობისა და შთაგონების სიმბოლოა, რომელიც სპორტსმენის სულისკვეთებას ასახავს. სულისკვეთებას, რომელმაც მრავალი ადამიანი შთააგონა, გასცდენოდნენ საკუთარ საზღვრებს…
აღნიშნულ ემბლემასთან ერთად, LA28-მ მრავალფეროვანი ლოგოები შემოგვთავაზა, რომელთაგანაც თითოეული ლოს-ანჯელესის მდიდრულ კულტურას ასახავს. ხელოვანებთან, სპორტსმენებთან, ცნობად სახეებსა და ადგილობრივ ლიდერებთან თანამშრომლობის შედეგადაა შექმნილი. ასე კი სურთ, ქალაქის შემოქმედებითობა და მრავალფეროვნება გვაჩვენონ. დაწყებული დიზაინებით, რომლებიც ქუჩის მხატვრობითაა შთაგონებული და დამთავრებული ლოგოებით, რომლებიც ქალაქის სილამაზეს ასახავს: