in

2030 წლისთვის ადამიანები მთელ ცხოვრებას მეტავერსში გაატარებენ — ექსპერტების პროგნოზი

მომავალი “საიბერპანკს” ეკუთვნის…

დაიღალეთ ყოველდღიური აურზაურით? გსურთ, ცხოვრებაში მეტი თავგადასავალი გამოცადოთ და ერთფეროვნება მრავალფეროვნებით ჩაანაცვლოთ? ან, იქნებ, სრულიად სხვა ადამიანად ქცევის სურვილით ხართ შეპყრობილი… თუ ეს ასეა, გაგიმართლათ — ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტავერსს რეალური ცხოვრების დიდი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია.

მელანი სუბინმა, Future Today Institute-ის დირექტორმა The New York Post-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, 2030 წლისთვის “ადამიანების უმეტესობა მეტავერსში იცხოვრებს”. მართალია, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ის უბრალოდ სამუშაოს ნაწილი იქნება, მაგრამ ბევრისათვის მეტავერსი გაცილებით დიდ ადგილს დაიკავებს.

ამასთან, სუბინის თქმით, მომავალში ვირტუალური რეალობა მეტად აქტუალური იქნება. მსგავს პროგნოზებს სხვა ექსპერტებიც აკეთებენ — მათი ხედვით, მომავალი “საიბერპანკს” ეკუთვნის. შესაბამისად, AR და VR ტექნოლოგიები, როგორიცაა Meta-ს Oculus, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება და, ფაქტობრივად, ყველანი მათზე დამოკიდებულები გავხდებით.

“ვფიქრობ, მომავალში გაფართოებული რეალობის მოწყობილობები ისეთივე მოთხოვნადი და გავრცელებული იქნება, როგორც დღეს სმარტფონებია”, — აღნიშნავს პატრიკ კოზი, 3D პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპის Cesium-ის აღმასრულებელი დირექტორი. მან დასძინა, რომ Oculus-ის ჩაფხუტების მსგავსი პროდუქტები ერთ დღეს მთლიანად ჩაანაცვლებს სმარტფონებს.

რა თქმა უნდა, ამ რეალობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და 2030 წლის პროგნოზიც, ალბათ, მეტისმეტად ამბიციურია… მეტავერსისათვის საჭირო ტექნოლოგიები დახვეწასა და განვითარებას საჭიროებს. Oculus-ის პროდუქტი კი მაინც არ არის ისეთი კომფორტული, რომ მისი გამოყენება მთელი დღის განმავლობაში შევძლოთ.

შესაძლოა, iPad Air-ის ახალი მოდელისთვის OLED ეკრანი Samsung-მა დაამზადოს

Disney პარკებში ჯადოსნური მეტავერსის დანერგვას გეგმავს