28
Mar
2015

საქართველო 2065 – ვირუსული კამპანია და ინტერვიუ პროექტის ავტორებთან!

28 Mar 2015



ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ვირუსული კამპანია 2065.life გამოჩნდა, მასში ნაჩვენებია როგორი იქნება საქართველო 2065 წელს თუ ჩვენ არაფერს შევცვლით. პროექტზე სარეკლამო კომპანია BetterFly-იმ იმუშავა. მარკეტერი BetterFly-ის კრეატიულ დირექტორს ბაჩო მებურიშვილს ესაუბრა:

M: რატომ შეიქმნა ეს პროექტი?

ბაჩო-მებურიშვილისაერთაშორისო ორგანიზაცია “ბუნების მსოფლიო ფონდმა” (WWF) მოგვმართა თხოვნით “დედამიწის საათის” პროექტის ფარგლებში, განგვეხორციელებინა აქტივობა, რითიც გავზრდიდით ქართველი მომხმარებლის ინფორმირებულობას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. ჩვენ დავთანხმდით და შევიმუშავეთ კრეატიული კონცეფცია.

ჩვენ მიზნად დავისახეთ საზოგადოებისთვის ნათლად დაგვენახებინა პრობლემის სიმწვავე. რისთვისაც გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება იყო საჭირო.

ეკოლოგიური საფრთხეები მართლა არსებობს და მდგომარეობის გამოსწორება ჩვენი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია . ამიტომ გადავწყვიტეთ, კამპანიის მესიჯი თითოეულ მოქალაქეზე მორგებული ყოფილიყო და მათ რეალურად ეგრძნოთ საკუთარი თავი მომავალში.

M: ვინ იმუშავა პროექტზე?

პროექტი მთლიანად სარეკლამო კომპანია BetterFly | DDB Georgia-ს ეკუთვნის. ეს არის CSR-ის ფარგლებში განხორციელებული Pro Bono აქტივობა. რაც ნიშნავს იმას, რომ კამპანია ჩვენი სახსრებითაა დაფინანსებული.

M: ძალიან ბევრმა ადამიანმა დააშეარა და თუ გაქვთ უკვე რაიმე ინფორმაცია რა შედეგებს მიაღია კამპანიამ?

ვებ-საიტზე შემოსვლების ოდენობა ყოველ წუთს იზრდება. საიტის გაშვებიდან 6 საათის განმავლობაში უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა 50,000 -ს აღემატებოდა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში აქტივობას, 6 საათიან პერიოდში 5,000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა ვებ-საიტის ბმული.

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] ოპერატორთან, მხატვართან და ა.შ.;  WWF  იყო პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი […]