14
Mar
2019

KIAF 2019-ის სამი კატეგორიის ჟიური ცნობილია

14 Mar 2019

კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი წელს მეოცედ ტარდება. საორგანიზაციო კომიტეტმა სამი კატეგორიის (Film, Radio&Audio და Advertising Campaign) ჟიურის წევრების სია გამოაქვეყნა. ჟიურის პრეზიდენტი ტიმ ბეკერლინგია, სამხრეთ აფრიკის BBDO-ს კრეატივ დირექტორი. ჟიურის წევრები სატელევიზიო და რადიო რეკლამების კრეატივს, იდეების ორიგინალურობასა და არასტანდარტულობას შეაფასებენ. ასეთ კონკურსებში კრეატივი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. მოცემულ კატეგორიებში ნამუშევრებს შეაფასებენ ჟიურის წევრები, პროფესიონალები გლობალური სააგენტოებიდან:

mBank QR
mBank QR

ტიმ ბეკერლინგი, კრეატივ დირექტორი, BBDO, სამხრეთ აფრიკა
უილსონ ანგი, გუნდის კრეატივ დირექტორი, Cheil Hong Kong, ჰონგ-კონგი
ნიკიტა ფრანკოვსკი, ასოცირებული კრეატივ დირექტორი, GForce Grey, ყაზახეთი
თომას ფრიცი, კრეატივ დირექტორი, Grabarz & Partner, გერმანია
მიჰაი გონგუ, აღმასრულებელი კრეატივ დირექტორი, TOMORROW Shanghai, ჩინეთი
ანასტასია ნიკონოვიჩი, უფროსი კოპირაიტერი, Salmon Graphics, ბელარუსი
იანა სავიჩ რასტოვაჩი, აღმასრულებელი კრეატივ დირექტორი, McCANN Beograd, სერბეთი
ნაიჯელ რობერტსი, კრეატივ დირექტორი, Krow, დიდი ბრიტანეთი
ირინა საყვარელიძე, უფროსი კოპირაიტერი, Windfor’s, საქართველო
კოსტა შნეიდერი, კრეატივ დირექტორი, Saatchi & Saatchi Ukraine, უკრაინა

ფესტივალზე განაცხადის შეტანა 15 მარტამდეა შესაძლებელი. განაცხადის გასაგზავნად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს kiaf.com.ua.

განხილვა