21-22 ოქტომბერს, სასტუმრო ამბასადორში, საერთაშორისო დონის ჰოლანდიელი PR-ისა და მარკეტინგის პრაქტიკოსები და ტრენერები სანდერ შხრუვერსი და კლარენს ვან დერ პუტი, საკონსულტაციო კომპანია „ინსფირითის“ სპეციალური მოწვევის საფუძველზე ჩაატარებენ მასტერკლასებს თემებზე: „PR ევროსტანდარტებით“ და „მარკეტინგი მოდის ინდუსტრიაში“. მასტერკლასები განკუთვნილია მარკეტინგისა და PR სპეციალისტებისთვის და მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
21 ოქტომბერი, 18:00 – 21:00 სთ.
ტრენინგი: „PR ევროსტანდარტებით“
“საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროპაში”
ტრენერი: სანდერ შხრუვერსი – პრაქტიკოსი PR ექსპერტი, კითხულობს ლექციებს მილანში, ამსტერდამსა და ბერლინში, კუალა-ლუმპურში, მაიამიში, ისლამაბადსა და პარიზში. PR კომპანიის დამფუძნებელი მილანში, ტოკიოსა და ამსტერდამში. 30-მდე წიგნის ავტორი, მათ შორის ბესთ-სელერები: ‘Free-publicity’ და ‘PR for Dummies’ სახელმძღვანოები.
კურსი განკუთვნილია: PR პროფესიონალებისთვის, არასამთვრობო ორგიზაციების ტოპ მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან მარკეტინგული და PR სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში, ამავდროულად დაინტერესებულნი არიან ევროპული მიდგომის შესწავლით.
სემინარის მიმდინარეობისას საერთაშორისო ექსპერტი გაგიზიარებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, გაგაცნობთ PR-ის თანამედროვე გზებსა და მეთოდებს, ასევე ევროპული მედიისათვის ეფექტური და საყურადღებო მასალების შექმნის სტანდარტებს, ევროპაზე გამიზნული პრაქტიკული, სანდო და წარმატებული მედია სტრატეგიის შემუშავების წესებს. მასტერკლასი დაგეხმარებათ გაიღრმავოთ უკვე არსებული უნარები ახალი მიდგომების ათვისების გზით.
მასტერ კლასების მხარდამჭერები და პარნტიორები არიან ტურისტული კომპანია თიკა ტურსი და ღვინის მწარმოებელი შატო სვანიძე. 2001 წლიდან თიკა ტურსი უკვე მრავალ უცხოელს მასპინძლობდა საქართველოში. კომპანიას, რომელმაც საქართველოში პირველად შემოიტანა „ლაქშერი ტურიზმის“ კონცეფცია, ტურების ფართო სპექტრი გააჩნია.
ღვინის მწარმოებელი კომპანია შატო სვანიძე კი კახეთში არსებულ საკუთარ ვენახებში მხოლოდ ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდოლოგიით დაწურულ ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს. 21-22 ოქტომბერს კი უნიკალური გემოვნური თვისებების და ხელით დაწურული ღვინით მასტერ კლასების დამსწრეებს უმასპინძლებს.
პროგრამა:
17:30-18:00: რეგისტრაცია
18.00-18.30: საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშრთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში
18.30-19.00: ევროპული მედიასივრცის თავისებურებანი
19.00-19.30: ევროპული სტანდარტების PR ინსტრუმენტების განვითარება
19.30-20.00: წარმატებული მედია სტრატეგია
20.30-21.00: ქეისები და კითხვა-პასუხი
21.00+ სერთიფიკატების გადაცემა, მასტერკლასის შემდგომი დისკუსია არაფორმალურ გარემოში სასმელის თანხლებით
22 ოქტომბერი, 18:00 – 21:00 სთ.
ტრენინგი: „მარკეტინგი მოდის ინდუსტრიაში“
“მოდა – შენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი“
ტრენერი: კლარენს ვან დერ პუტი – დამოუკიდებელი მარკეტერი, კონსულტანტი, ექსპერტი მარკეტინგული კვლევების მიმართულებით, ტრენერი და წიგნების ავტორი მენეჯმენტის სფეროში.
კურსი განკუთვნილია: მარკეტინგის სპეციალისტების, ბრენდ მენეჯერებისა და დამწყები და მოქმედი დიზაინერებისთვის, ასევე მოდის ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის.
კურსის აღწერა: ინტენსიური კურსი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიღრმისეული ცოდნა მოდის ინდუსტრიის და ბიზნესის თავისებურებების შესახებ, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრენდები, მომხმარებლის ქცევა, ინოვაციები პროდუქტის წარმოების დარგში. თქვენ გაეცნობით წარმატებისა და ეფექტიანობის მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებს, განიხილავთ დეტალურად მოდის ინდუსტრიაში არსებულ საფრთხეებს, რის საფუძველზე გაიღრმავებთ ცოდნას და სტრატეგიულ ხედვას.
პროგრამა:
17:30-18:00: რეგისტრაცია
18.00-18.30: მოდის სტრატეგია; მოკლე გზა ყოველთვის საუკეთესო არ არის
18.30-19.00: მოდის ბაზარი; დიზაინერის მიწოლისა თუ მომხმარებლის გამოქაჩვის სტრატეგია
19.00-19.30: როგორ ავაწყოთ კომპანია მოდის ბიზნესში
– დიზაინერის ჭრილში
– ბიზნესის ჭრილში
19.30-20.00: მოდა საქართველოსა და ჰოლანდიის შედარების მაგალითზე; კულტურისა და ტრენდების შედარება
20.30-21.00: ქეისები და კითხვა-პასუხი
21.00+ სერთიფიკატების გადაცემა, მასტერკლასის შემდგომი დისკუსია არაფორმალურ გარემოში სასმელის თანხლებით
მასტერ-კლასები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ღირებულება:
95 ლარი – ერთი დღე
160 ლარი – ორი დღე
რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://goo.gl/forms/2eOmIPpyJe
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
+995 99 965775
+995 55 932005