in

21-ე საუკუნის ლარი ანუ განახლებული დიზაინის მქონე კუპიურები

„ჩვენთვის ( JWT METRO) ამ პროექტზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოცდილება მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან რთული იყო, რადგან ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო. საქმე ეხებოდა ფულის ახალ დიზაინს და ყველა დეტალი გათვლილი უნდა ყოფილიყო. ამასთნ,  ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონფიდენციალურობის დაცვა. ეს სარეკლამო კომპანიისთვის კი ცოტა რთულია, თუმცა, მაინც შევძელით“, – ამბობს JWT METRO-ს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ნინი ჯიჯიხია.

რატომ შეიცვალა ქართული ფულის დიზაინი და რას ითვალისწინებს საკომუნიკაციო კამპანია?! „მარკეტერი“ ნინი ჯიჯიხიას ესაუბრა.

„ წელს ლარი 20 წლის გახდა. ამ დროის მანძილზე მისი დიზაინი ძირეულად არ შეცვლილა. მხოლოდ თვალით შეუმჩნეველი მცირე ცვლილებები ხორციელდებოდა. როგორც წესი, ქვეყნები თავიანთი ვალუტის განახლებას 8-10 წელიწადში ერთხელ ახდენენ, უმჯობესდება დამცავი მექანიზმი, დიზაინი. თანაც 20, 50 და 100 ლარიან კუპიურებს ბეჭდვა უწევდა. ნომინალები, ცვეთის გამო, წელს უნდა დაბეჭდილიყო წელს, იანვარში. სწორედ ამიტომ, დაამთხვიეს ისე, რომ უკვე განახლებული დიზაინის მქონე კუპიურები გამოვა. ანუ, ეროვნული ბანკი ბეჭდვისთვის ზედმეტ თანხას არ გაიღებს და გეგმიური ცვლილებისას განხცორციელდება ეს სიახლეც. დღეს უკვე გვაქვს 21-ე საუკუნის ლარი“.

M: კონკრეტულად რა შეიცვალა ლარის დიზაინში?

გაუმჯობესდა დამცავი ნიშნები, ვიზუალური ელემენტები და ჩვენი ფული მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდა.

20 lariM: ვინ შექმნა ლარის ახალი დიზაინი და რა იყო მთავარი ამოცანა ?

დიზაინზე იმუშავა ეროვნული ბანკის დიზაინერმა ბაჩა მალაზონიამ. ის არის მხატვარ ნოდარ მალაზონიას შვილი, რომელმაც თავის დროზე ლარის ვიზუალი შექმნა. საქართველოში არ არის ამ მხრივ ფუფუნება, არ გვყავს ფულის ბევრი დიზაინერი. საბოლოო ვიზუალები სამწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. 2 წელი საქართველოში კეთდებოდა და 1 წელი სხვადასხვა ექსპერტები ამუშავებდნენ დიზაინს. ფულის 90% დაიხატა აქ. ეს იყო ბაჩას დიზაინი. დანარჩენი 10% , ანუ ის, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იყო საქართველოში, მაგალითად, პორტრეტების დამუშავება, გაკეთდა გერმანიაში. საბოლოოდ კი ფრანგმა დიზაინერებმა დაამუშავეს. რაც შეეხება მთავარ ამოცანას, უნდა შენარჩუნებულიყო ქართული სახე, განთავსებულიყო არსებული ლარის ელემენტები.

M: იყო მოსაზრება, რომ განახლებული ლარი ვიზუალურად გაქვს ევროს – ფერებით, ფორმით ?

ევროზე პორტრეტები საერთოდ არ არის. განახლებულ ლარზე კი დატანილია ქართული ელემენტები, ფრესკებიდან არის აღებული პორტრეტები. ნომინალების დღევანდელი დიზაინი არის ქართულ მოტივებზე, უფრო თანამედროვე, მეტად დაახლოებული მსოფლიოს სტანდარტებთნ, დამცავი მექანიზმებიც უფრო გაუმჯობესებულია.

M: როდიდან გამოდის ახალი დიზაინის კუპიურები?

განახლებული 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები მიმოქცევაში თებერვლიდან ეტაპობრივად გამოვა. არსებულ ლართან ერთად იქნება, სანამ სრულად არ ამოიწურება.

50 lariM: 5 და 10 ლარიანი კუპიურების დიზაინი არ იცვლება?

ფაქტობრივად უკვე შეიცვალა. მათი ახალი ვიზუალებიც არსებობს. მაგრამ, მიმოქცევაში ჯერ არ გამოვა, რადგან მათ არ უწევთ ბეჭდვა. როცა მათი დამატება იქნება საჭირო, უკვე განახლებული დიზაინის კუპიურები დაიბეჭდება. წინასწარ არ იბეჭდება, რადგან ზედმეტი ხარჯები აიცილონ თავიდან.

M: თქვენი კომპანია უშუალოდ რა ნაწილშია ჩართული ?

ცვლილების იდეა, დიზაინი და ა.შ. ეროვნულმა ბანკმა განახორციელა. ჩვენი არის საკომუნიკაციო კამპანია. როცა დრო დადგა, რომ ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას გაეგო, მაშინ ჩავერთეთ. წარმოვადგინეთ საკუთარი ხედვები, სტრატეგია და დავიწყეთ კიდეც მისი განხორციელება.

100 lariM: უკვე წარადგინეთ განახლებული ლარი. რას მოიცავს საკომუნიკაციო კამპანიის შემდეგი ეტაპი?

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები თავად გააცნობენ სიახლეს ბანკებსა და ექსპერტებს. რაც შეეხება დანარჩენს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ესაა: სატელევიზიო საინფორმაციო რგოლი, ხალხს მივაწოდებთ ინფორმაციას, რომ თებერვლიდან შემოდის ლარი განახლებული დიზაინით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას თოქ-შოუებსა და სხვადასხვა გადაცემაში; ინტერნეტის საშაულებით ვრცელდება დიდი საიმიჯიო ფილმი, რომელიც გადაღებულია საქართველოსა და საფრანგეთში, იანვრიდან იტრიალებს სპეციალური რგოლები დამცავი ნიშნების შესახებ, რომელიც მოსახლეობას გააცნობს თითოეულ ბანკნოტს და მის დამცავ მექანიზმებს. ასევე, „გაეშვა“ ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია დიზაინის შესახებ, დამცავი ნიშნების შესახებ.

M: რამდენად მნიშვნელოვანი იყო JWT METRO–სთვის ამ პროექტზე მუშაობა?

„დიდი გამოცდილება მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან რთული იყო, რადგან ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო. საქმე ეხებოდა ფულის ახალ დიზაინს და ყველა დეტალი გათვლილი უნდა ყოფილიყო. ამასთან,   ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონფიდენციალურობის დაცვა. ეს სარეკლამო კომპანიისთვის კი ცოტა რთულია, თუმცა, მაინც შევძელით.   გვინდოდა, უშუალოდ წარდგენის დღემდე ეს ყველასათვის სიურპრიზი ყოფილიყო და გამოგვივიდა კიდეც. ამ კამპანიის განცხორციელება ბევრი ადამიანის დიზაინერების, გრაფიკოსების, ფოტოგრაფების და ა.შ. ჩართულობას მოითხოვდა. ძალიან შეკვეცილი ადამიანური რესურსით ვიმუშავეთ და მოვახერხეთ კონფიდენციალურობის ბოლომდე შენარჩუნება. ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევად სწორედ ეს მიგვაჩნია.

 

 

 

 

 

‘Majid Al Futtaim Retail’-ი თბილისში ‘კარფურის’ მეორე ჰიპერმარკეტს გახსნის

ფერადი და უჩვეულო სამყარო – “BBDO”-ს სოციალური რეკლამა