15
დეკ
2017

23 დეკემბერს, ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბატორის სამი ნაკადის საუკეთესო სტარტაპების დემო დღე გაიმართება

15 დეკ 2017

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორი არის სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ეხმარება საკუთარი იდეის განხორციელებაში. პროცესი გულისხმობს ტრენინგებს დაგეგმვაში, მართვაში, ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნესის მოდელირებასა და პრეზენტაციაში. 23 დეკემბერს, ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბატორის სამი ნაკადის საუკეთესო სტარტაპების დემო დღე გაიმართება.

BOG PLUS

 

ბიზნეს ინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება არის დემო დღე, როცა პროექტის მონაწილე წარმატებული სტარტაპები საკუთარ პროგრესსა და საინვესტიციო წინადადებებს მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგენენ. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც მზად აქვთ პროტოტიპი, ჰყავთ მომხმარებელი და აქვთ გლობალური განვითარების პოტენციალი.

დემო დღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით.

ინოვაციების სააგენტომ ბიზნეს ინკუბატორის პირველი ნაკადი 2016 წელს მიიღო, 2017 წლის 18 ოქტომბერს კი ტექნოპარკში ჩატარდა მეორე დემო დღე, სადაც 8 სტარტაპმა წარადგინა საკუთარი ბიზნეს იდეა, პროგრესი და საინვესტიციო შესაძლებლობა ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე.

განხილვა