in

დედაენის ბაღში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება

23 ივნისს, დედაენის ბაღში დიდი ამბებია! მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური დღესასწაული იგეგმება. ღონისძიების მთავარი იდეაა ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგეტიკის იდეა უკეთ გააცნოს ფართო საზოგადოებას. 

ღონისძიება სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. უამრავი საინტერესო აქტივობა ელით როგორც ორგანიზაციებსა და კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობაც ენერგოეფექტური მომავლის დანერგვაში უმნიშვნელოვანესია. სახალისო და ინფორმაციული გზით, ღონისძიების სტუმრები და მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას, თუ რატომ არის გადაუდებლად მნიშვნელოვანი ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიის გამოყენება ყოველი ჩვენგანისთვის, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, როგორიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტირება თუ სამშენებლო საქმიანობა.

რა გელით ღონისძიებაზე?

დედაენის ბაღში ღონისძიება 14:00-20:00 საათებში გაიმართება და დატვირთული იქნება საგანმანათლებლო სემინარებითა და ვორქშოფებით. ღონისძიებაზე შეძლებთ გაეცნოთ კომპანიებს, რომლებიც ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს უზრუნველყოფენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა. 3-დან 17 წლამდე ასაკობრივი კატეგორიისთვის გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობასა და მწვანე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მხიარული აქტივობები, ინტერაქციული ექსპერიმენტები, ქვეიზები, სახალისო თამაშები.

საინტერესო ამბები ელით უფროსებსაც, ღონისძიება ყველა ასაკობრივ სეგმენტს მოიცავს და მათ მდგრადი ენეგეტიკის კუთხით, საინტერესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება, გაარკვევს ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში, საგანმანათლებლო მიმართულებებში. ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ენერგეტიკული ტექნოლოგიები, რომელთა ადგილზე გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტური ღუმელები, მზის წყლის გამაცხელებლები, მზის პანელები, ბიომასის ქვაბები, ბრიკეტები და სხვა ტექნოლოგიები. დამთვალიერებლები მიიღებენ ინფორმაციას მდგრადი გამოცდილებისა და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ენერგოეფექტური ავტომობილების არჩევანს, მსგავსი პროდუქტების მახასიათებლებს, სარგებელსა და ხელმისაწვდომობას.

ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების პრაქტიკულად დანერგვა სურს. წარმოდგენილ სტენდებზე ქვეყანაში არსებულ მწვანე და ეკოსესხებს შეგიძლიათ გაეცნოთ. სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის წარმომაგენლები კონსულტაციას გაგიწევენ სესხის განაცხადის პროცედურისა და პირობების შესახებ.

მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ითვალისწინებს განტვირთვასაც. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში მოუსმინონ მუსიკას, რომელსაც შესთავაზებს მუსიკოსი და კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე. ასევე, ღონისძიების ბოლოს დაესწრონ მუსიკალურ კონცერტს 4D Monster Lobsters-ის შესრულებით. ღონისძიებას მომღერალი და წამყვანი ელენე კალანდაძე გაუძღვება.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და  კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

[R]

„თბილისი ჰილსი“ უნიკალური და მრავალფუნქციური Sport & Wellness კომპლექსის დიზაინზე მუშაობას იწყებს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს