in ,

23 წლის გოგონა, რომელმაც IKEA-ს კატალოგი ზეპირად იცის!

IKEA-ს ყოველი ახალი კატალოგი მშვენიერი სანახაობაა ხოლმე. როგორც წესი, მომხმარებლისთვის კატალოგი სახლისთვის ახალი ავეჯისა თუ ნივთების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ერთი განსაკუთრებული გოგონასთვის IKEA-ს კატალოგი სერიოზული ჰობია. ბრენდმა, სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა 23 წლის იანია უინტერსოული, რომელმაც, როგორც გაირკვა, კატალოგი პირველი გვერდიდან ბოლომდე, სულ ზეპირად იცოდა და შეეძლო ნებისმიერი სურათის დეტალური აღწერა. იმისთვის, რომ თავად დარწმუნებულიყვნენ, კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ შეხვდნენ იანიას და გაოგნებულები დარჩნენ. გოგონას ნებისმიერ დროს შეეძლო მითითებულ გვერდზე არსებული სურათის დეტალური აღწერა.

 

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

როგორ აპირებს ხის ხელნაკეთი საათების ქართული სტარტაპი კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას? – Delonix