in

230 000 ლარიანი ინვესტიცია “ავტო ელემენტში”

საერთაშორისო წარმატება უმაღლესი განათლების გარეშე და 230 000 ლარიანი ინვესტივია

19 წლიდან ჩემი საქმიანობა ყოველთვის გაყიდვებს ეხებოდა. თავიდან ეს იყო ქსელური მარკეტინგი, ადამიანებს კოსმეტიკის ყიდვასა და ბიზნესის ნულიდან დაწყებაში ვარწმუნებდი. მოგვიანებით, ბიზნესტრენინგებს ვატარებდი კომპანიაში, რომელიც 2016 წელს პარტნიორთან ერთად დავაფუძნე და “ბიზნეს ლიგა” დავარქვით. 2019 წლის ზაფხულში კი მე და ვიქტორ სალდაძემ “ავტო ელემენტი” დავაფუძნეთ.

bog
bog-mob

დავიბადე კახეთში, სოფელ ზემო ალვანში, საშუალო განათლებაც ალვანში მივიღე. 17 წლის ასაკში საქართველოდან რუსეთში წავედი და მომიწია ფიზიკური სამუშაოს დაწყება მშენებლობაზე. 19 წლისამ ფიზიკური, მძიმე სამუშაოს პარალელურად, დავიწყე ქსელურ მარკეტინგში მუშაობა – ვარეკლამებდი კოსმეტიკურ პროდუქციას. მალევე, მეორე სამსახურმა საშუალება მომცა, რომ მშენებლობისთვის თავი დამენებებინა და დავიწყე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე მუშაობა.

საქართველოში  2011 წელს დავბრუნდი და იგივე, კოსმეტიკური კომპანიისთვის მუშაობა უკვე საქართველოს ბაზარზე განვაგრძე. ჩემ მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ კომპანიის ბაზაზე 15 ათასამდე კონსულტანტი დაასაქმა და გააერთიანა.

უმაღლესი განათლება არ მაქვს მიღებული – სკოლა რომ დავასრულე მალევე წავედი რუსეთში სამუშაოდ. იმ გამოცდილების ფონზე, რომელიც 12 წლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე, უნდა აღვნიშნო დიდ გუნდთან მუშაობა ადვილად გამომდის და მეორე ჩემთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა საჯარო გამოსვლები  და ადამიანების დარწმუნების ხელოვნებაა. წლების განმავლობაში ვაჯერებდი ადამაინებს, რატომ უნდა ეყიდათ ჩვენი პროდუქცია და ამან უდიდესი გამოცდილება მომცა. 2016 წლიდან, კი როდესაც უფრო დიდი –  300 კაციანი ტრენინგების ჩატარება დავიწყეთ “ბიზნეს ლიგაში”,  დიდ აუდიტორიასთან მუშაობის სპეციფიკას უკეთ გავეცანი.

ახლა ვხვდები, რომ ეს პრეზენტაციის უნარ-ჩვევა და ადამიანების დარწმუნების შესაძლებლობა დამეხმარა “შარქ ტენქ საქართველო-ში” 230 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვებაში.

ჩემი მეგობარი გია, რაიონიდან თბილისში თავისი მანქანის ნაწილის მოსაძებნად ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ის უკვე ერთი კვირაა ამ კონკრეტულ ნაწილს ეძებდა და ვერ პოულობდა… ამის გაგებამ ცოტა გამაკვირვა და დამაფიქრა, როგორ შეიძლება “ამხელა” თბილისში ნაწილს ერთი კვირა ეძებდე?? მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.

გიამ მიამბო, თუ როგორ შემოიარა 50-მდე მაღაზია და ყველამ უარით გაისტუმრა, ზოგს მარაგი ამოეწურა, ზოგი მომდევნო კვირაში ელოდებოდა, ზოგს კი საერთოდ არ ჰქონდა.

ჩემი დაჟინებით კიდევ ერთხელ გავედით საძებნელად და ეს ნაწილი ერთ-ერთ მაღაზიაში მალევე აღმოვაჩინეთ.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნაწილი მაღაზიაში დეფიციტში არასდროს ყოფილა, უბრალოდ ჩემს მეგობარს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რატომ არ შეიძლება იყოს ისეთი პლატფორმა, სადაც მოვითხოვ ჩემთვის სასურველ ნაწილს და მარტივად ვიპოვი, არ დავკარგავ ამაში კვირებს?!

“ავტო ელემენტი” არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ავტონაწილების მაღაზიებს და მომხმარებელებს აკავშირებს შუამავლების გარეშე. მომხმარებლებს შეუძლიათ ნაცვლად სხვადასხვა ადგილებში ძიებისა “ავტოელემენტში” მოითხოვონ სასურველი ავტონაწილი და წუთებში მიიღონ შეთავაზებები მაღაზიებისგან. იდეამ “შარქ ტენქ საქართველოს” პროექტის ფარგლებში 230 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა. ინვესტორები მენი ბენიში, პავლე მგელაძე და დაჩი ჭოლაძე არიან”.

შარქ ტენქ საქართველოს” – გადაცემის რეკლამა ინტერნეტში ვნახე და რადგან პირველად ტარდებოდა საქართველოში, მეტ-ნაკლებად, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ ვაპირებდი განცხადის გაკეთებას და ბოლო მომენტში მე და ჩემმა პარტნიორმა – ვიქტორ სალდაძემ გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა აპლიკაცია. დიდ მოლოდინებს არ ვამყარებდი, თუმცა ის იდეაც მოგვწონდა, რომ თუ ვერ გავიმარჯვებდით, დიდ აუდიტორიას ჩვენს სტარტაპს გავაცნობდით.

ჩვენი უმთავრესი გეგმა საერთაშორისო ბაზარზე განვითარება და 30-მდე პოტენციური ქვეყნის მოცვაა. ძირითადად პოსტ საბჭოური ქვეყნები, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია საინტერესო, სადაც მანქანების საშუალო ასაკი 15 წელია. ამ ავტომფლობელებისთვის ყოვლედღიური პრობლემების გადაჭრა ჩვენი ამოცანაა, რის საშუალებასაც “ავტო ელემენტს” მოპოვებული დაფინანსება და სამომავლო ბიზნესგეგმები მისცემს.

მურად ბართიშვილი – იდეის ავტორი


გეტყვით იმასაც, რომ შარქ თენქს საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

როგორ გავაძლიეროთ ჯანსაღი უთანხმოება შეხვედრებზე?

მედ.კო – სამედიცინო მომსახურება ბინაზე