in

24.9 მილიარდპიქსელიანი პანორამა, რომლითაც შანხაის დეტალურ დათვალიერებას შეძლებთ

Twitter-ზე ცათამბჯენიდან გადაღებული 24.9 მილიარდპიქსელიანი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მაღალი გარჩევადობით შეგვიძლია დავათვალიეროთ შანხაის თითქმის ყველა წერტილი. ისევე, როგორც შენობები, ასევე, ქუჩებში მოსიარულე ადამიანები, მდინარეში მოცურავე ნავები, თუ ტრანსპორტი შანხაის მაგისტრალებსა თუ ხიდებზე. ქალაქის პანორამა კომპანია BigPixel-მა, შანხაის მთავრობის დაკვეთით გადაიღო. აღნიშნულ კომპანიას მსგავსი ფოტოები ჩრდილოეთ კორეასა და ჰონგ-კონგშიც აქვს გადაღებული, თუმცა, შანხაის პანორამა მის წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მაღალი გარჩევადობისაა.

BOG
BOG

 

შანხაის „დათვალიერება“ შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

Volkswagen-ის სათამაშო, რომელიც საახალწლო განათებას არეგულირებს

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი