21
Mar
2017

24 მარტს იპოდრომზე გასამართი ღონისძიების სრული Line-Up ცნობილია

21 Mar 2017

არსებულ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ელექტრონულ მუსიკას უფრო და უფრო დიდი დრო მიაქვს. ერთის მხრივ, ეს გამოიხატება უცხოელი არტისტების ჩამოსვლით, მეორე მხრივ კი არსებული ქართველი არტისტების წარმოჩენით, რომლებიც ხშირად მივიწყებულები იყვნენ მეინსტრიმ მედიისა თუ ადგილობრივი ფესტივალების მიერ.

24 მარტს თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე Moderat კონცერტს გამართავს. ეს მნიშვნელოვანია კულტურული მოვლენაა არამხოლოდ ქალაქისთვის ან ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან მუსიკის სწორედ ეს მიმდინარეობა განსაზღვრავს დღეისობით ადგილის ტურისტულ დანიშნულებას. თუმცა არანაკლებ მნიშვნელობის არიან ის არტისტები რომლებიც ამავე დღეს კონცერტამდე და კონცერტის შემდეგ თავის მუსიკას შესთავაზებენ მსმენელს.

  • Nikakoi/Natalie Beridze – ქართული მუსიკალური დუეტი, რომლებიც 2000 იანი წლებიდან განსაზღვრავდნენ ეროვნული ელექტრონული მუსიკის მიმართულებას. ნიკა მაჩაიძის „Shentimental“- არაფრით ჩამოუვარდებოდა საუკუნის დასაწყისში გამოცემულ IDM-ის კლასიკურ ალბომებს, ხოლო ტუსია ბერიძის „Georgia Is Like Spiritual Tokyo“-მ თავის დროზე უფრო კარგად დაგვანახა რამდენად ავთენტური იყო Goslab-ის მოძრაობა. საბედნიეროდ ორივე არტისტი დღემდე აქტიურად აგრძელებს მოღვაოწებს და წინა წელს ახალი რელიზები გამოუშვეს.
  • Oliver Deutschmann – გერმანელი DJ/Producer. უკვე დეკადაზე მეტია რაც ბერლინის მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პიროვნებაა. Panorama Bar-ის რეზიდენტი მუსიკალური პროდუქციის შექმნასთან და დიჯეინგთან ერთად ორი წარმატებული ლეიბლის Vidab და Falkplatz-ის მენეჯმენტსაც ახერხებს. 20 მდე გამოშვებული სხვადასხვა სტილში შესრულებული რელიზი კი მას უფრო საინტერესოს ხდის.

  • Noxiron – სახელის უკან ქართველი DJ/Producer შაკო იაშვილი მოქმედებს. Noxiron 24 მარტს DJ სეტით წარდგება მსმენელის წინაშე. რომელიც ვარირებს როგორც მელოდიურ ჰაუსს, ასევე ტექნო ჟღერადობას შორის. შესაბამისად საინტერესო უნდა იყოს მისი სელექციაც.

კონცერტზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ის წესები რაც მრავალათასიან ღონისძიებებზე უნდა დავიცვათ რათა არ დავარღვიოთ ჩვენი ან სხვისი კომფორტი.

24 მარტს ღონისძიებაზე დასწრებთათვის წესებს tERminal Events აქვეყნებს:

კარები გაიღება 21:00-ზე, შესაბამისად გთხოვთ მოხვიდეთ ადრე, რათა არ მოგიწიოთ ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტის გამოტოვება.

შესვლისას ჩვენი თანამშრომლები დაგიმაგრებენ სამაჯურს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიხსნათ ღონისძიების დასრულებამდე. გარდა ამისა, როცა ჩვენი სტაფის წევრები გთხოვთ სამაჯურის ჩვენებას (გადახურულ სივრცეში შესვლისას), გთხოვთ დაემორჩილოთ და ნუ გაართულებთ სიტუაციას. ასევე შეეცადეთ ტერიტორია არ დატოვოთ, რადგან მეორეჯერ შემოსვლის მცდელობისას პრობლემებს არ გადააწყდეთ.

გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ტელეფონებს და ფლეშ სანათს. ეს ძალიან შეუშლის ხელს არტისტებს და თუ სანათები ძალიან შემაწუხებელი იქნება, მათ ამის გამო შეიძლება შოუ გააჩერონ. გთხოვთ ნუ შევქმნით მსგავს უხერხულ სიტუაციას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოების გადაღება, შემაწუხებელი სიარული და ხმაური ძალიან უშლის ხელს შოუს სრულყოფილად ჩატარებას.

მოდერატის აუდიოვიზუალური შოუ ძალიან კომპლექსური და საინტერესო პროექტია, ბევრი ფარული მესიჯებით და სიმბოლოებით. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ ლაივის მსვლელობისას მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ და ბოლომდე ისიამოვნოთ ამ ყველაფრით.

– მოდერატის ლაივი დაიწყება 00:45-ზე, მაქსიმუმ 15 წუთის დაგვიანებით.

განხილვა