ახალი კვლევის თანახმად, მიკროსკოპული მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, ე. წ. “პაწაწინა ზომბები”, რომლებიც ციმბირში 24 000 წლის განმავლობაში გაყინულები იყვნენ, გაცოცხლდნენ და კლონები წარმოქმნეს რუსეთში არსებულ ლაბორატორიაში.
ბდელოიდეა როტიფერის სახელით ცნობილი არსება მტკნარ წყლებში ბინადრობს და საკმაოდ გამძლეა. როგორც წინა კვლევები აჩვენებდა, მათ 10 წლიანი გაყინვის შემდეგ ჩვეულებრივ შეეძლოთ გალღობა და გაცოცხლება…
ახლა კი ათასწლეულების წინ გაყინულმა ორგანიზმებმა გალღობის შემდეგ სქესობრივი გზით გამრავლებაც კი შეძლეს. ამიტომაც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი გაყინულ მდგომარეობაში შენახვა ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება – თუმცა უსასრულო ვადასაც არ გამორიცხავენ. “ისინი აჩერებენ მეტაბოლიზმს და გარკვეულ ნაერთებს აგროვებენ, როგორიცაა ჩაპერონის ცილები, რომლებიც პირობების გაუმჯობესების პარალელურად მათ კრიპტობიოზისგან განკურნებაში ეხმარება” – ამბობს ნიადაგის მეცნიერებათა ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტის მკვლევარი და ახალი კვლევის წამყვანი ავტორი სტას მალავინი.
რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გაყინულმა გადარჩენილებმა კლონირება დაიწყეს, მეცნიერებს არ შეეძლოთ განესაზღვრათ, რომელი იყო უძველესი და რომელი ახალშობილი, რადგან ყოველი მათგანი გენეტიკურად იდენტური აღმოჩნდა. “ამის შემდეგ მექანიზმების შემოწმება ადამიანის უჯრედებთან, ქსოვილებთან და ორგანოებთან მიმართებითაც შეიძლება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორგანიზმის მსგავსად ჩვენც შევძლებთ გაყინვას დე შემდეგ გამოჯანმრთელებას” – აღნიშნავენ მკვლევრები.
იმის დასადგენად, თუ როგორ აღწევს ბდელოიდეა როტიფერი, იგივე “ბორბლის მატარებელი” არსებობის ასეთ წარმატებას, მეტი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა სიახლეს აღმოაჩენენ მეცნიერები.