24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია”, რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2013 გაიმართება. გამოფენას კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველო” ერთობლივად მოაწყობს.
გამოფენაზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დამოუკიდებელი რეგიონული მედია საშუალება იქნება წარმოდგენილი.
მონაწილე მედია საშუალებები საკუთარი სარეკლამო შეთავაზებების პრეზენტაციებს გააკეთებენ. გამოფენაზე მოხდება ორი ახალი პროდუქტის პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2012 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში, სადაც გამოფენაზე მოწვეულ ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს, შექმნოდათ შთაბეჭდილება და გადაეწყვიტათ, თუ რომელი ტელე-არხით, რადიო-მაუწყებლობით, გაზეთითა თუ ინტერნეტ გამოცემით მოახერხებდნენ მიზნობრივ სეგმენტზე წვდომას რეგიონებში.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]