in ,

25 საუკეთესო სარეკლამო კამპანია Facebook-ზე

დღეს მარკეტერზე გვსურს გაგიზიაროთ Facebook-ზე ჩატარებული 25 საუკეთესო კამპანია და მათი ავტორი კომპანიები.


Heineken Beer Tender

Heineken Beer Tender – ლუდის გასაცივებელი ავტომატი, რომელიც მშვენიერი საჩუქარი იქნება ლუდის მოყვარულისთვის. მას თუ გაჩუქებენ უფო მეტად სასიამოვნოა ვიდრე საკუთარი ხარჯებით ყიდვა. Facebook-ის მეშვეობით ლუდის მოყვარულებს Heiniken-მა შესთავაზა იპოვონ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით და ერთმანეთში საჩუქრები გაცვალონ.

http://youtu.be/kQmf1Bt1CEs

 

iLike Diesel

ჩვენ უკვე დიიდ ხანია მივეჩვეთ რომ Facebook-ის საშუალებით ყველაფერი მეგობრებს უნდა გავუზიაროთ. როდესაც ”ვალაიქებთ” რაღაცას, ამით ჩვენ მეგობრებს ვაგებინებთ რომ რაღაცა მოგვეწონა, აღვფთოვანდით და გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაზიაროთ. Diesel იყო პირველი კომპანია რომელმაც თავის ონლაინ მარაზიაში ჩასვა Facebook-ის LIKE სისტემა, რის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლო ნებისმიერ პროდუქტი ”დაელაიქებინა” და თავისი პროფილის კედელზე ასახულიყო.

http://youtu.be/4OZmbBPym1k

 

KLM Meet and Seat

ავიაკომპანია KLM  თავის კლიენტებს შესთავაზა სერვისი, რომლის მეშვეობითაც თქვენთვის საინტერესო თანამგზავრს შეხვდებოდით. პროგრამა Meet and Seat მონაწილეები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას საკუთარ თავზე Facebook და LinkedIn-ის შასუალებით, გაფრენის დღეს ხვდებიან ერთმანეთს და ერთად მიფრინავენ დანიშნულ ადგილზე. ფრენა უფრო კომფორტული ხდება როდესაც საერთო ინტერესების ადამიანს წინასწარ ნახულობ.

 

Kraft Likeapella

კომპანიები ხშირად უხდიან მადლობას Facebook-ის გამომწერებს, მაგრამ კომპანია KRAFT Macaroni & Cheese  განსაკუთრებულად გააკეთეს. გადაიღეს ვიდეორგოლი რომელსიც ყველა 4632 გამომწერს მადლობა გაუგზავნეს. ვიდეო რგოლში ყველა 4632 მომხმარებლის სახელია ნახსენები.

 

Citroen Car Crowds

როგორი იქნება Citroen ახალი მოდელი?! ამ საკითხის გადაწყვეტა კომპანიის უფროსობამ მიანდო Facebook-ის მომხმარებლებს. მოდელი რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს კომპანიის  პროექტ Citroen С1 Connection იქნება რეალიზირებული.

http://youtu.be/5K3hLBGO53s

 

Volkswagen Fan Wagen

ანალოგიური გააკეთა Volkswagen-მა, მან მომხმარებელს შესთავაზა ლეგენდარული მოდელის აღდგენა, რომელშიც Facebook-ის მახასიათებელი დეტალები შევიდოდა. ერთ-ერთმა კონკურსის მონაწილემ პრიზად მიიღო  «FanWagen»-ის  ახალი მოდელი.

  

Heineken’s One Like – One Balloon

Heineken ბრაზილიაში განახორციელა პროექტი ”1 Like = 1 ბურთი” და პირობა დადო, რომ ყველი ახალი მომხმარებლის მომატებასთან ერთად თითო ბურთს გაბერავდა Facebook-ის გვერდზე.

 

 

Corona Light

როგორ მოვახერხოთ რომ ბრენდი გახდეს პოპულალური და სწრაფად აითვისონ სოც.ქსელებში და ამაზე არ დაიხარჯოს დიდი თანხები? Corona მოახერხა ამის გაკეთება. Facebook-ის ფანებს შესთავაზა, მათი ფოტოების ნიუ-იორკის ცენტრში დიდ ბანერზე გამოქვეყნება. 2 თვეში კომპანიის გამომწერთა რიცხვი 3.000-დან 200.000-მდე ავიდა.

 

 

What Zurich Needs

წარმატებული პოლიტიკური პროპაგანდა  Facebook – ზე იშვიათობაა. მაგრამ ცურიხის ახალგაზრდობაზე What Zurich Needs-მა  სლოგანი წარუდგინა ” იმ შემთხვევაშიც თუ მე არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ არაფერი შეიცვლება” ამით ამომრცეველს შესთავაზეს  ყველას საკუთარი აზრი გამოეთქვა და იდეები მოეწოდებინა ქალაქის განვითარებისთვის.

 

Smiles Orange Juice

ისრაელის ატმის წვენის მწარმოებელა Facebook-ის პროფილში გააკეთა აპლკაცია, რომელშიც ყოველი მომხმარებელი ვის ფოტოზეც ღიმილი დაფიქსირდებოდა აპარატი წვენის გამოწურვას იწყებდა. მიღებული წვენი 4 საქველმოქმედო ფონდში გადაიგზავნა.

 

Schweppes App

Schweppes-მა Facebook-ის მომხმარებლებს შესთავაზა მომსახურეობა, რომელიც მათ პროფილს ორიგინალურ დიზაინს შეურჩევდა.

 

 

Facebook Physical Book

კომპანია Bouygues Telecom-მ Facebook-ის მომხმარებელს საშუალება მისცა საკუთარი  Facebook-ის პროფილი ნამდვილ წიგნად აეკინძათ.

 

Playboy Video

Playboy გააკეთა საკუთარი ვირუსული ინტერაქტიული ვიდეო, ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკუთარი ფოტო გადაეტანა აპლიკაციაში, რის შემდეგაც მიიღებდა პერსონალურ ვიდეო რგოლს, სადაც  Playboy-ს გოგონებს მისი სახე ექნებოდათ ამოსვირინგებული სხეულზე. რეზულტატი: 13 მილიონი მსურველი.

 

Take My Lollipop

 Take My Lollipopინტერაქტიული ფილმი, რომელიც მოგვიწოდებს ფრთხილად ვიყოთ პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელებასთან. მომხმარებელი რომელიც აპლიკაციას გაუშვებდა ნახავდა ვიდეო რგოლს სადაც იგი მკვლელი მანიაკის როლში იქნებოდა და რამოდენიმე წუთით თავს ბოროტმოქმედად იგრძნობდა. აქციის მიზანი იყო, მომხმარებელი დაფიქრებულიყო იმაზე რომ, არ ღირს დიდი დოზით პირადი ინფრომაციის ინტერნეტით გაშუქება.

http://youtu.be/w-lW9mkQD5s

 

 

Whopper Sacrifice

ეს არის სარეკლამო ხრიკი რომელიც სწრაფი კვების ობიექტმა Burger King-მა განახორციელა. მათ შესთავაზეს მომხმარებლებს 10 მეგობარი 1 ჰამბურგერში გაეცვალათ. 10 დღეში შედაგად მიიღეს 233906 ”ლაიქი” ანუ 233906 ბურგერსი გაცვლილი მეგობარი. ამ წამოწყებამ, ამერიკაში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 

Batelco

ეს შესაძლოა ყველაზე ამბიციური წამოწყებაა Facebook-ზე, ბახრეინის სატელეკომინიკაციო კომპანია Batelco გააკეთა ვიდეო რომელიც ”ხალხის წარმოსახვას” ასახავდა. ხალხის ფანტაზია სპეცეფექტებით დატვირთული ვიდეორგოლის საშუალებით გაცოცხლდა. ამ პროექტის იდეა გახლდათ ის რომ, ადრე რაზეც ხალხი ოცნებობდა უკვე რეალობაა და შასაბამისად უნდა გავაგრძელოთ ფანტაზიორობა, რომ შემდეგ რეალობად ვაქციოთ და გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ყველა ოცნება ახდება. Batelco-მა გამომწერებს სთხოვა ყველა მათი ფანტაზია დაეწერათ რათა ვიდეორგოლი რეალური ხალხის ოცნებებზე ყოფილიყო აგებული.

 

Flair fashion Tagging

ქალების ჟურნალმა თავის მომხმარებელს მისცა საშუალება ტანისსამოსის ახალი ტენდენციების განხილვის Facebook-ის მეშვეობით, სადაც ისინი ფოტოზე მონიშვნის სისტემით მეგობრებთან ერთად განიხილავდნენ მოდურ აქსესუარებსა თუ ტანსაცმელს. საუკეთესო ფოტოები საბოლოო ჯამში ბეჭვდურ გამოცემაში მოხვდნენ .

 

Trident Gum

საღეჭი რეზინის მწარმოებელმა  Trident-მა საკმაოდ ორიგინალური ხერხით ყველა მსურველს პროფილის Fun-Out შესთავაზა.

http://youtu.be/9WwoUzgSyvY

 

 

Heineken Personalized Bottles

Heineken მთელი მოსფლიოს დიზაინერებს საშუალება მისცა თავისი უნიკალური ბოთლის დიზაინის შემუშავების, რომელიც კომპანიის 140 წლის იუბილესთვის გამოუშვეს. მონაწილეებს უნდა ეპოვნათ მათთვის იდეალური წყვლი, რომელთანაც ახალი ბოთლის დიზაინს შეიმუშავებდნენ, ერთმანეთის მოძებნა მოხდა Facebook-ის საშუალებით. გამარჯვებული გახდა Rodolfo მექსიკიდან და დიზაინერი   Lee ავსტრალიიდან. მათი საერთო ნამუშევარი უკვე მაღაზიების თაროებიდან გაიყიდა.

 

Cadbury

Cadbury ბრიტანელებს შესთავაზა ბრიტანეთის ნაკრების საპატივცემულოდ ერთ დიდი ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობა მიეღოთ. ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეებს ეძლევათ შანსი მოიგონ ბილეთები 2012წლის ლონდონის ოლიპმიადაზე დასასწრებად.

http://youtu.be/b131ZDud0dY

 

My Saddest Friends

ებრაულმა კომპანიამ, პროდუქტის ახალი ხაზის გამოშვების შემდეგ Facebook-ის მეგობრებს შესთავაზა პროგრამა, რომელიც ავტომატურად გამოთვლიდა ყველაზე მოწყენილ მეგობრებს, რომელთა სტატუსებიც იქნებოდა ” მე დავიღალე”, ”მთელი ცხოვრებაა ვიტანჯები” და ყველაზე მოწყენილთან გააგზავნა მესიჯი, სადაც  უფასო კუპონი იყო კომპანიის ახალი პროდუქციიდან. 2კვირაში 50.000 ასეთი მოწყენილი ადამიანის იდენტიფიკაცია მოხდა.

 

The Museum Of Me

Intel-მა Facebook-ის მომხმარებელს შესთავაზა ვირტუალური მუზეუმის გაკეთება, რომელიც პროფილებიდან, ფოტოებს, სტატუსებს და სხვა ინფრომაციას შეინახავდა.

 

Subway Youth Campaign

სწრაფი კვების ბრენდმა Subway-მ მომხმარებელი მასშტაბურ Facebook კონკურსში ჩაითრია ”უნივერსიტეტის გმირი” რომლის გამარჯვებულსაც 10.000$ გადაეცა საკუტარი ოცნების ასახდენად.

http://youtu.be/FDiNfgkmlZE

 

Real World Renault

Renault ავტომობილების შოუს ფარგლებში დამთვარიელებელს საშუალება მისცა  Facebook-ის მეგობრებს შთაბეჭდილებების გაზიარების, მათ გადაეცათ  RFID ჩიპი რომელიც მომენტალურად პროფილში აფიქსირებდა მათ მოწონებულ მანქანას.

 

Budweiser Canada

Budweiser-მა როდესაც პარტნიორობის ხელსეკრულება გააფორმა NHL-თან, Facebook-ს პროფილსი ჩატვირთა თამაში, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ ვირტუალურ სივრცეში ჰოკეის თამაში.

 

Apple 2012

ახალი Apple Macbook pro