მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ქვეყნები ბიზნეს-გარემოსა და ინოვაციების თვალსაზრისით შეაფასა და რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა. მთავარი მახასიათებლები, რომლებსაც ყურადღება მიექცა, იყო ბიზნესის წამოწყების ღირებულება, მოსახლეობის დამოკიდებულება სიახლისა და რისკიანი ნაბიჯების მიმართ, ბიზნესის განვითარების სიჩქარე და ა.შ. ეკონომიკურმა ფორუმმა პირველადგილოსან აშშ-ს 100-იდან 86.5 ქულა მიანიჭა.
„სწრაფი და დინამიური კერძო სექტორის პროდუქტიულობა იდეების დატესტვით, ახალ-ახალი რისკებით, ინოვაციური პროდუქტებითა და სერვისებით იზრდება” – ნათქვამია ანგარიშში. წარმოგიდგენთ ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 25 ქვეყანას, რომელშიც ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო გარემოა:




































