Glassdoor გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სტაჟირების მქონე კომპანიების სიას აქვეყნებს. უმეტესობა ტექნიკური მიმართულებისაა, თუმცა აქვე შეხვდებით ფინანსებსა და საკონსულტაციო სფეროს. აღმოაჩენთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Google, PayPal, eBay, Apple, Meta, NVIDIA და სხვა. უშუალოდ Glassdoor-ის რეიტინგი კი თვიური ხელფასის რაოდენობის მიხედვით გაკეთდა.
- Google — 6 454$
შეგახსენებთ, რომ საძიებო სისტემა ისეთ სერვისებს ფლობს, როგორიცაა, Google Drive. ამასთან ერთად კი საკუთარი ტელეფონებისა და აპლიკაციების მაღაზიაც აქვს.
- American Express — 6 500$
კომპანია გადახდის მომსახურებასა და საკრედიტო ბარათებს გვთავაზობს.
- Palo Alto Networks — 6 667$
მათთვის მთავარი მიმართულება კიბერუსაფრთხოებაა.
- PayPal — 6 667$
ფინანსური მომსახურებისა და გადახდების კომპანია.
- Citi — 6 667$
ასევე ცნობილია, როგორც Citibank, იგი საბანკო მომსახურებისა და ინვესტირების მიმართულებით მუშაობს.
- J.P. Morgan — 6 667$
საინვესტიციო ბანკი, რომელიც JPMorgan Chase Bank-საც ფლობს.
- eBay — 6 833$
დიახ, კომპანია ადამიანებს ონლაინ გაყიდვებში ეხმარება.
- BlackRock — 6 917$
ფინანსური დაგეგმვისა და ინვესტიციების მართვის კომპანია.
- Susquehanna International Group (SIG) — 7 000$
SIG საკუთრების სავაჭრო ფირმაა, რომელიც სარისკო კაპიტალისა და სპორტული ანალიტიკის მიმართულებითაც მუშაობს.
- Intuit — 7 000$
სხვა კომპანიებთან ერთად, TurboTax-სა და Mint-საც ფლობს.
- Apple — 7 000$
ჩვენთვის საყვარელი გაჯეტების გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ კომპანია iTunes-სა and Apple Music-საც ფლობს.
- Deutsche Bank — 7 083$
ეს კი გერმანიაში არსებული საინვესტიციო ბანკია.
- Bain & Company — 7 125$
მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა.
- Oracle — 7 250$
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელსაც, ალბათ, Java service-ით იცნობთ.
- Microsoft — 7 366$
კომპანია სხვადასხვა ტექნიკას აწარმოებს და ამასთან ერთად, ზრუნავს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
- Expedia Group — 7 500$
ონლაინ ტურისტული კომპანია.
- HubSpot — 7 500$
კომპანიისთვის მთავარი მიმართულება მომხმარებელთა მომსახურებისა და მარკეტინგისთვის პროგრამული უზრუნველყოფაა.
- LinkedIn — 7 500$
სოციალური ქსელი, რომელიც ძირითადად დასაქმებაზეა ორიენტირებული.
- NVIDIA — 8 000$
სათამაშო ტექნოლოგიების კომპანია.
- Meta — 8 000$
დიახ, ადრე Facebook რომ ერქვა… კომპანია Facebook-სა და WhatsApp-ს ფლობს, ახლა კი მთავარ პრიორიტეტად მეტავერსი დაისახა.
- Amazon — 8 000$
ინტერნეტ-მაღაზიებს შორის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია.
- Salesforce — 8 167$
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფით არის ცნობილი.
- Capital One — 8 333$
როგორც თვითონ აცხადებენ, ეს ბანკი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ადგილსაც იკავებს.
- Uber — 8 333$
მიწოდების პლატფორმა, რომელიც დაახლოებით 72 ქვეყანაში ოპერირებს.
- Roblox — 9 667$
დიახ, პირველ ადგილს იკავებს პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თამაშების შექმნის საშუალებას აძლევს.










