in

მარკეტერის რჩეული 25 რეკლამა სუპერთასიდან

Super Bowl – სუპერთასი მნიშვნელოვანი მოვლენა მხოლოდ ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებისთვის არ გახლავთ. კალიფორნიის შტატში Sofi Stadium-ზე გამართული დიდი მატჩი, როგორც ყოველთვის, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში წელსაც მოექცა. გლობალური მასშტაბის კომპანიების ძვირადღირებული სარეკლამო ვიდეორგოლები – კინოვარსკვალვების, ცნობილი მუსიკალური არტისტებისა და სხვა ცნობადი სახეების მონაწილეობით, სუპერთასს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდ სანახაობად აქცევს. ესაა თამაში, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ადევნებენ თვალს. კომპანიები კი, ყოველწლიურად, კოლოსალური მოცულობის ბიუჯეტს ხარჯავენ მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის მაყურებლისთვის საჩვენებლად. წელს, სუპერთასს 6.69 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. წელს, 30-წამიანი რეკლამის განთავსების ფასი რეკორდულ მაჩვენებელს $7 მლნ-ს მიუახლოვდა.

M2

წარმოგიდგენთ მარკეტერის რჩეულ 25 რეკლამას 2022 წლის სუპერთასიდან:

Lay’s

Golden Memories – ასე ეწოდება რეკლამას, სადაც სეთ როგენი და პოლ რადი Lay’s-თან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებს იხსენებენ.

Skechers – On the road again 

მარიხუანას ლეგალიზაციისთვის 40-წლიანი ბრძოლის შემდეგ Skechers-ის ფეხსაცმლის ლეგალიზაციის მოთხოვნაზე გადავიდა. თუმცა აღმოაჩინა, რომ ის უკვე ლეგალურია. Skechers-მა სუპერთასისთვის 2 სარეკლამო რგოლი შექმნა, სადაც მთავარ როლებს უილი ნილსონი და მისი პოპულარული ჰიტი On The Road Again ასრულებენ. 

Vroom – Flake

Vroom-მა შარშანდელი მეთოდები რადიკალურად შეცვალა და საკუთარი მომსახურების უპირატესობები წამების ნაცვლად მიუზიკლით წარმოაჩინა. ვიდეორგოლში სახელწოდებით Flake კინო-ფილმი La La Land-ის ქორეოგრაფის მენდი მურის დადგმას შეხვდებით.

Amazon – Mind reader

ვარსკვლავური წყვილის სკარლეტ იოჰანსონისა და კოლინ ჯოსტის ფიქრებს Amazon-ის „ალექსა“ კითხულობს.

Squarespace – „ყველაფერი ყველაფრის გასაყიდად“

Squarespace-მა გასული წლის სექტემბერში კამპანია „ყველაფერი ყველაფრის გასაყიდად“ წამოიწყო. სუპერთასის ვიდეორგოლი, სადაც მთავარ როლს ზენდაია კოულმანი თამაშობს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებშია გადაღებული.

Planet Fitness – „What’s Gotten into Lindsay“ 

სუპერთასზე Planet Fitness-ის სარეკლამო რგოლში ლინდსი ლოჰანი გვიჩვენებს, როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები და ქარიზმატულები.

AT&T – “A Lot In Common”

პრიზი გადაეცემა… GIG ინტერნეტის რეკლამაში დემი მური და მილა კუნისი ერთი ჯილდოსთვის იბრძვიან.

General Motors – dr.EV-il

General Motors-ის სარეკლამო კამპანიაში დოქტორი ბოროტება დაბრუნდა. მას უკვე შვილიშვილი ჰყავს და იმდენად ბოროტიც აღარაა, რომ სამყაროს გადარჩენაზე უარი თქვას.

Nissan – Thrill Driver

იუჯინ ლივი, დანაი გურირა დეივ ბაუტისტა და ბრი ლარსონი Nissan-ის მძაფრზიუჟეტიანი რეკლამაში.

Cheetos & Doritos – Flamin

ასეთი არტისტული ცხოველები ალბათ არასდროს გინახავთ. Cheetos & Doritos-ის რეკლამაში ვხვდებით ჯუნგლების თავისუფალ არსებებს, რომელთაც მუსიკა და ხრამუნი ყველაზე მეტად უყვართ.

BMW – Zeus & Hera

ჭექა- ქუხილის ღმერთი – ზევსი არნოლდ შვარცნეგერში ჩასახლდა და მოკვდავთა შორის გაერია. ოლიმპოდან ქალღმერთი ჰერაც წამოიყვანა, რომელსაც სალმა ჰაიეკისგან ვერაფრით გაარჩევთ.

Prantels – Feed The Debate

თქვენ როგორ მიირთმევთ: ერთი თუ რამდენიმე?

მექსიკური ავოკადო

იცოდით, რომ იულიუს კეისარი მექსიკურ ავოკადოზე „გიჟდებოდა“?

Chevrolet – New Generation (The Sopranos)

სოპრანოს კლანის ახალი თაობა სრულად ელექტრო Chevy Shilder-ს ირჩევს. Chevrolet-მა HBO-ს ცნობილი სერიალის The Soprano-ს დასაწყისის შეცვლა გადაწყვიტა და Intro-ში ენტონი სოპრანოს ნაცვლად, მისს შვილებს – მედოუსა და ენტონი ჯუნიორს იხილავთ.

Colgate-Palmolive – Welcome to Irish Spring

Colgate-Palmolive-ის ირლანდიური საპნის ირლანდიური რეკლამა.

Cutwater Spirits – Here’s to the Lazy Ones

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის Cutwater Spirits-ის სუპერთასის რეკლამა ზარმაცებს აუცილებლად მოგეწონებათ.

Kia – EV6 Robot Dog

ასე ძალიან უყვართ რობოტ ძაღლებს თავიანთი პატრონი.

Bud Light Seltzer Hard Soda – Land of Loud Flavors

ცნობილი, გაი ფიერი არომატების ზღაპრულ სამყაროს მმართველია, რომელიც Bud Light Seltzer Hard Soda-ის არომატის აღოჩენას თავის მოქალაქეებს სიხარულით ამცნობს.

Pringles – Stuck In

ხელის ჩაყოფა სახიფათოა!

Verizon – “Goodbye Cable”

ჯიმ ქერი 1996 წლის კომედიური ჟანრის ფილმში,The Cable Guy-ში შესრულებულ ცნობილ როლს, Verizon-ის სარეკლამო კამპანიაში აცოცხლებს, რომელსაც Goodbye Cable ჰქვია.

FTX – Don’t Miss Out

FTX-ის რეკლამაში მთავარ გმირს ლარი ჰქვია. ის სიახლეებს არასდროს მიესალმებოდა, არც ახლა ესალმება და სავარაუდოდ, არც არასდროს მისესალმება. ნუ იქნებით ლარი! 

Turkish Airlines – Pangea

Turkish Airlines-ის სარეკლამო ვიდეორგოლში, მორგან ფრიმენი კონტინენტებს შორის კავშირზე გვიყვება.

Meta – Old Friends New Fun

Meta თავისი რებრენდინგის პოპულარიზაციისთვის, სარეკლამო კამპანიაში სევდისმომგვრელ ისტორიას ქმნის. რთული გამოსაცნობი არაა, კომპანიის აზრით რას შეუძლია ძველი მეგობრობისა და მივიწყებული მოგონებების გაცოცხლება.

Rakuten – High Stakes

იაპონური ელექტრონული კომერციისა და ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Rakuten-ის რეკლამიდან ვიგებთ, რომ ჰანა ვანინგემს აზარტული თამაშები ჰყვარებია.

Hellmann’s: Mayo Tackles Food Waste

სანამ საკვების ნარჩენების გადაყრას გადაწყვეტდეთ, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, ამისთვის ამერიკული ფეხბურთის ლეგენდის, ჯეროდ მეიოს უხეში ბოჭვა დაიმსახუროთ.

რა უნდა ვიცოდეთ ღვინის ეტიკეტის შექმნამდე?

აუცილებელია თუ არა აკადემიური ხარისხი პროფესიული განვითარებისთვის?