25 თებერვალს, 12:00 დან 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge სასტუმრო „Rooms“-ში, განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017-ს უმასპინძლებს. გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები: დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი. დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი UK Bridge- ის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორს- სალომე პატარიძეს ესაუბრა.
M: რატომ გადაწყვიტეთ განათლების საერთაშორისო გამოფენის ჩატარება და ვინ არიან ორგანიზატორები ?
საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge 2008 წელს დაარსდა. მას შემდეგ ჩვენმა კომპანიამ უამრავი სტუდენტი ევროპისა და ამერიკის სასწავლებლებში გაგზავნა. 2011 წელს პირველებს გაგვიჩნდა იდეა ჩაგვეტარებინა საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ჩვენი პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტები იქნებოდნენ წარმოდგენილნი. ასე ჩატარდა, პირველად საქართველოში, განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელმაც შედეგად წარმატება მოგვიტანა. გაიზარდა როგორც მომხმარებელთა, ასევე პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტების რიცხვიც. დროთა განმავლობაში ჩვენთან მოსულ ადამიანებს უფრო და უფრო მეტ, მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით. აქედან გამომდინარე გამოფენამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება.
M: კონკრეტულად რა იგეგმება გამოფენაზე ? რა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ მონაწილეები ?
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტი: მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, საზაფხულო სკოლები, სკოლა-პანსიონები, ენის შემსწავლელი ცენტრები და ასე შემდეგ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ მათ წარმომადგენლებს და მიიღონ სასურველი ინფორმაცია იქნება ეს ფაკულტეტების, კურსების ჩამონათვალი, სწავლის ხანგრძლივობა, სწავლის საფასური, დაფინანსების შესაძლებლობა და ა.შ. ეს არის ძალიან კარგი შანსი ქართველი მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და მათ მშობლებისათვის, რათა უკეთ გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს.
M: რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩამოდიან და რომელი ქვეყნიდან ?
სულ, ღონისძიებაში 16 საგანმანათლებლო ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას: Anglo-American University , Astrum Colleges, British Study Centres, Buckswood Overseas Summer School, Budapest Metropolitan University, Cambridge Education Group, City University London, EC English, IE University, Kings Education, MPW Schools and Colleges, Oxford International, Regent’s University London, Select English Cambridge, Stafford House, Wimbledon School of English
M: ვისზეა ეს ღონისძიება გათვლილი ?
ღონისძიება გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და გეგმავენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. გამოფენა საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც უბრალოდ სურს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ენის სასწავლო,ასევე პროფესიული კურსის ცენტრები, ამიტომ ღონისძიება საჭირო, მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა თუ დაწესებულებებისთვისაც, რომელთაც სურთ საკუთარი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის გაუმჯობესება და ა.შ.
M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
გამოფენა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება
M: სად და როდის გაიმართება ?
გამოფენა გაიმართება 25 თებერვალს, 12:00-დან 18:00 საათამდე, სასტუმრო “Rooms”-ში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ :
https://www.facebook.com/ukbridge
მისამართი: პეტრიაშვილის 24
ტ 2 22 4997












