in

26 მაისი გალერია თბილისში

გასულ წელს სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გალერია თბილისმა თემატური ვიზუალი შექმნა. სადღესასწაულო გრაფიკას სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წელსაც იყენებს. „საქართველოს“ წარწერით შექმნილი ვიზუალით გაკეთდა დეკორაცია, რომელიც უკვე განთავსდა სავაჭო ცენტრის ატრიუმში. ამას გარდა, დამზადდა ბრენდირებული ატრიბუტიკა – მაისურები, ჩანთები, სტიკერები, მისალოცები, რომლის მიღებაც მომხმარებლებს, 26 მაისს, გალერია თბილისის მინიმუმ 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის შეძენისას შეეძლებათ. ხვალ, სავაჭრო ცენტრის პერსონალსაც ბრენდირებული ფორმები ეცმევა.

„26 მაისს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, შარშან დიზაინერ შორენა ოთხოზორიასთან ერთად შევქმენით გრაფიკული ვიზუალი, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „საქართველო“ გალერია თბილისის კორპორატიული ფერებით. წელს ვიზუალი უფრო მასშტაბურად გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტოვობაში. ხვალ სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ სპეციალურად  ამ დღისთვის შექმნილი ლიმიტირებული საჩუქრები“, – ამბობს გალერია თბილისის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ქეთა ახობაძე.

[R]

დაიფინანსე სწავლა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში

თავისუფლება ისე არ მოდის.. თავისუფლება გრძელი გზით მოდის