საქართველოს მთავრობის კანცელარიის დაკვეთით, სააგენტო „ლივინგსტონის“ მიერ შესრულებული პროექტი – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის აღსანიშნავად შექმნილი ვებგვერდი 26may.ge awwwards.com-ის რჩეულია. რაც ნიშნავს, რომ ზუსტად 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში, Site of the Day-ს სტატუსით იქნება Awwwards.com-ის პლატფორმაზე.
ნიმინაციაში გამარჯვებული კვალიფიციური ჟიურისა და საიტის მომხმარებლების ხმების დათვლის შედეგად ვლინდება. მარკეტერი იდეის ავტორსა და პროექტის არტდირექტორს, „ლივინგსტონის“ ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილია ჭანჭალეიშვილს ესაუბრა:
ილია ჭანჭალეიშვილი: ჩვენი გუნდისთვის ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. სიმბოლურია, რომ 26may.ge 26 მაისს გახდება დღის საიტი და ასე მოგვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს.
რაც შეეხება პროექტს: ქართველ მილენიალებს, დემოკრატიული პრინციპების ყველაზე აქტიურ დამცველებს, წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორი პროგრესული იყო მათი ქვეყანა 100 წლის წინ და ჩვენი გამოწვევაც სწორედ ეგ იყო, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ინფორმაცია მათთვის იმ იდეით მიგვეწოდებინა, რომ საქართველოს ისტორია გაგრძელდება გაზიარებული წარსული ღირებულებებით.
რადგან ჩვენი სამიზნე აუდიტორია ინფორმაციას, ძირითადად, ვებგვერდებიდან იღებს, გადავწყვიტეთ, ვებგვერდისთვის არქივიდან ძალიან ბევრი მასალა გაგვეცოცხლებინა და აუდიტორიაზე შთაბეჭიდლება როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურადაც მოგვეხდინა.
ჩვენ იმ დროის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ბიოგრაფია შევკარით და თითოეულისთვის გავაკეთეთ ე.წ. „სახლის მუზეუმები“ – მათი პერსონალური ნივთებითა თუ ისტორიებით სავსე. თან ვისუბრეთ იმ პერიოდის პოლიტიკაზე, კულტურაზე, ეკონომიკა განვიხილეთ… წარმოვაჩინეთ, რა ხდებოდა მაშინ, რა მიღწევები გვქონდა, რა იყო გამოწვევები და სხვა.დაახლოებით, 20-მდე გვერდია და ამ შემთხვევაში, მთავარი ტექნიკური გამოწვევა იყო, რომ თითოეული განსხვავებული ინტერფეისის ყოფილიყო, თითოეულს განსხვავებული ნავიგაცია ჰქონოდა… მაგალითად, ექვთიმე თაყაიშვილის გვერდი რომ ავიღოთ, მთლიანი წიგნი ავაწყვეთ ტექნიკურად, CSS-ით და ვეცადეთ, რომ თითოეულ გვერდს განსაკუთრებული კონცეპტი ჰქონოდა.ასევე, გვინდოდა, რომ საიტი, მობილური ოპერაციული სისტემებისთვისაც ადაპტირებული ყოფილიყო და იმავენაირად გადმოგვეცა ისტორია, როგორიც დესკტოპის შემთხვევაში იყო.
შედეგად, მივიღეთ ის, რომ 100 000-მა ქართველმა უფრო მეტი გაიგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.
Awwwards.com პლატფორმაა, სადაც ვებდიზაინერების, დეველოპერებისა და სააგენტოების დაჯილდოება, მთელი მსოფლიოდან, ყოველწლიურად, იმართება.
Credits:
AUTHOR OF IDEA: Ilia Chanchaleishvili
CREATIVE HEAD: Levan Lepsveridze
CREATIVE TEAM: Pavle Gabrichidze, Keti Sakhvadze
Creative Director: Levan Lepsveridze |
Art Director: Ilia Chanchaleishvili |
Art Director: Oto Prangishvili |
Web Designer: Oto Prangishvili |
Designer: Mariam Epitashvili |
Web developer : Giorgi Gurtsishvili |
Developer assistant : David Abramishvili |
Site content creators : Elene Danelia|
Nincho Balanchivadze |
Tatia Tabatadze |
Sonya Gulagashvili |
Emily Koridze |
Nino Bitsadze |
Creative Team:
Pavle Gabritchidze |
Keti Sakhvadze |
Nino Balanchivadze |
Elene Danelia |