in ,

სამყარო 264 მლნ განათლებული ადამიანის გარეშე! – UNICEF-ის კამპანია ბავშვებისთვის

სასწავლო წელი უკვე დაიწყო და მშობლებმაც ლამაზად გამოწყობილი შვილები ახალი გამოწვევებისთვის თავის გასართმევად სკოლებში გაუშვეს. თუმცა, იმ დროს, როდესაც საზოგადოების ნაწილი მშვიდად და ამაყად უყურებს სკოლისკენ მიმავალ შვილს, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დაახლოებით 264 მილიონი ბავშვის მშობელს იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ პატარას სკოლისთვის ზურგჩანთა და საჭირო ნივთები შეუძინოს. გარდა ამისა, ამ ბავშვებისთვის კიდევ უამრავი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, მაგალითად, კონფლიქტური ზონები ან ჯერ კიდევ დაბალ განვითარებული საცხოვრებელი ადგილები. ამ საკითხს სერიოზულად რომ მივუდგეთ აღმოვაჩენთ რომ სამყარო ზუსტად 264 მილიონ პოტენციურად განათლებულ ადამიანს, შესაბამისად თავისი საქმის პროფესიონალს კარგავს, რაც კიდევ უფრო აფერხებს საერთო განვითარების დონეს. იმისთვის, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯები მაინც გადაიდგას. UNICEF-მა წამოიწყო ძალიან სასარგებლო კამპანია. ორგანიზაციამ  სპეციალური სასკოლო ჩანთები დაამზადა, ამასთან, ყველა საჭირო წიგნი და აქსესუარი შეიძინა და ისინი იმ ბავშვებს დაურიგა, რომლებსაც ეს ყველაფერი განათლების მისაღებად აუცილებლად ესაჭიროებათ. კამპანია ამით არ შემოფარგლულა და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, UNICEF-ს კი იმედი აქვს, რომ მას საზოგადოებაც აქტიურად დაეხმარება.

BOG
BOG

 

ერთი ფინჯანი ჩაით დაკავშირებული განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები – Brooke Bond-ის ვიდეორგოლი

ფოტოხელოვანების მიერ iPhone 8-ით გადაღებული ლამაზი, საინტერესო და ხარისხიანი ფოტოები