in

26 მაისის რეტროსპექტივა – საქართველოს ბანკის მრავალწლიანი ტრადიცია

თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ემოციები ჯერ კიდევ თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას… მოდით, ერთად გადავხედოთ რეტროსპექტივაში საქართველოს ბანკის მიერ ამ დღის აღსანიშნავად განხორციელებულ აქტივობებს. 

გამოფინე დროშები

26 მაისის მოახლოება საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე საქართველოს დროშის გამოფენით იწყება. ნელ-ნელა ქალაქი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის სამზადისში ერთვება და ეს ისტორიული დღე საყოველთაო ზეიმად გარდაიქმნება. 

ასეთია საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ტრადიციაც, რომელიც მოსახლეობას დროშების გამოფენისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი ერთიანი გამოცდილებისა თუ კოლექტიური მახსოვრობის მორევში უწევს მეგზურობას. 

„შენ ხარ ყველაფერი რაც იყო, შენ ხარ ყველაფერი რაც იქნება“…

წელს საქართველოს ბანკის მოწოდება ასე ჟღერს – „შენ ხარ ყველაფერი რაც იყო, შენ ხარ ყველაფერი რაც იქნება“… რაც გვახსენებს, რომ ისტორიის შემოქმედნი ჩვენ ვართ და რომ ისტორია სწორედ თითოეული ჩვენგანით გრძელდება.

სწორედ ეს იდეა იქცა საქართველოს ბანკის 26 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეოს ინსპირაციად – სადაც მაყურებელი თავად გახდა გარდამტეხი ისტორიული მოვლენების მოწმე და მონაწილე, გაჩნდა ისეთი ისტორიული ფიგურების, გმირებისა და საზოგადო მოღვაწეების გვერდით, რომელთა თავგანწირვამაც შექმნა საქართველო ისეთი თავისუფლების მოყვარე, როგორიც დღეს არის. 

26 მაისი – 360 გრადუსი

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკის გუნდმა გადაწყვიტა, 26 მაისის რეტროსპექტივა ისტორიულ ნარატივშიც გაეცოცხლებინა. ისტორიები ისმოდა ყველგან, სადაც ადამიანის თვალი თუ ყური მისწვდებოდა…

ბანკის ინიციატივით, დამოუკიდებლობის შესახებ ისტორიები ისმოდა რადიოშიც, რომელსაც ისტორიკოსი ბუბა კუდავა, ისტორიკოსი  დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე გვიყვებოდნენ. 

26 მაისის მნიშვნელობის ხაზგასასმელად SOLO-მ გააცოცხლა გაზეთ „ივერიის“ ტირაჟი, სადაც მოთხრობილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიები. 

საქართველოს ბანკის მოწოდებები, ისტორიული მომენტები და გმირები გაცოცხლდნენ არა მხოლოდ ვიდეოში, არამედ მთელს ქალაქში – ფილიალებზე, მონიტორებზე, გაჩერებებზე…

 

ამით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია არ სრულდება. არამედ მხოლოდ გრძელდება. რადგან, როგორც საქართველოს ბანკი მოგვიწოდებს „შენ ხარ ყველაფერი რაც იყო, შენ ხარ ყველაფერი რაც იქნება“…

[პარტნიორის კონტენტი]

ივენთ კომპანია Redbow-ს ტრანსფორმაცია და პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის სტუმარი ზაზა ბურჭულაძეა – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი