9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
- 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ — ლუკა თოფურია და მისი ბენდი
- 21.00 სთარ სთეიჯი-ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)
- 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ — მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
- 21.00 სთარ სთეიჯი — გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
- 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ — იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
- 21.00 სთარ სთეიჯი — ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობა: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“; კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა; კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში — ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.
ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.
ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი, ხოლო მხარდამჭერები არიან: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი; სპონსორი კი — ვიზა.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“
ტექნიკური მხარდამჭერები: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება
[პარტნიორის კონტენტი]