in

27 000-ჯერ დაკეცვის შემდეგ, Motorola Razr აღარ იკეცება – ტესტის შედეგი

Motorola Razr – დასაკეცეკრანიანი სმარტფონი, რომელიც 2000-იანების დასაწყისის კლასიკად ქცეული მობილურის დიზაინს იმეორებს, 27 000 დაკეცვის შემდეგ აღარ იკეცება. ამის შესახებ Cnet-ის FoldBot-ის ტესტის შედეგებიდან გავიგეთ. აღნიშნულის დემონსტრირებისთვის Cnet ვიდეოსაც ავრცელებს და მას შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

მიუხედავად დაკეცვის პრობლემისა და იმ ხმებისა, რომელსაც სმარტფონი დაკეცვის მცდელობისას გამოსცემს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ Razr-ის ეკრანი ფუნქციური იყო და არ გატეხილა.

საშუალოდ, ადამიანი მსგავს სმარტფონს დღეში 80-დან 150-მდე კეცავს. 27 000 დაკეცვაში გაფუჭება კი ნიშნავს იმას, რომ 12 თვის შემდეგ, ამ სმარტფონის გამოყენება გაგიჭირდებათ, ანუ მოგიწევთ მოიხმაროთ ისე, როგორც ჩვეულებრივ, არადასაკეც სმარტფონებს ვიყენებთ – გაშლილ მდგომარეობაში.

Razr-ის გამოშვებამდე, ან გამოშვებისას, „მოტოროლას“ არ უთქვამს, თუ რამდენი დაკეცვის გარანტიას იძლეოდა ის, თუმცა, ნათქვამი იყო, რომ სმარტფონი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად იმუშავებდა. თუ გავითვალისწინებთ ამ ტესტის შედეგებს, ეს გარანტია 12 თვემდე ჩამოდის და აქვე, თუ გავითვალისწინებთ სმარტფონის ფასს – 1500 დოლარს, ალბათ, არც ისე რთულია ლოგიკური დასკვნების გამოტანა.

 

ეს არის მეორე დასაკეცეკრანიანი სმარტფონი, რომელიც Cnet-ის რობოტმა დატესტა. პირველი „სამსუნგის“ Galaxy Fold იყო, რომლის ეკრანიც 120 000 დაკეცვის შემდეგ გატყდა. რა თქმა უნდა, 120 000 გაცილებით მეტია, ვიდრე Razr-ის 27 000 დაკეცვა, თუმცა, ამ უკანასკნელს ეკრანი არ დასზიანებია. უნდა ითქვას ისიც, რომ Cnet-მა მხოლოდ ერთი სმარტფონი დატესტა და იქნებ, ამ შედეგის გაზოგადება არ იყოს მართებული… თუმცა, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ნეგატიური შეფასები სხვა რამეს გვეუბნება, ისევე, როგორც BBC News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორი მარტივია სმარტფონის ეკრანის დაზიანება.

რამდენად შორს წახვიდოდი სიყვარულისთვის? – Cartier-ის ვიდეორგოლი

ორნამენტებში ჩაკარგული ირანული არქიტექტურა