წარმოგიდგენიათ, როგორები იქნებოდნენ ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი დღეს, 27 წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყვნენ. როგორი იქნებოდა 75 წლის ჯენის ჯოპლინი, ან 51 წლის კურტ კობეინი? ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ვარსკვლავების „ხანშიშესული გამოსახულების“ მისაღებად ამერიკაში ფოტომანიპულაცია გამოიყენეს. ამისათვის, სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია Sachs Media Group-მა ფოტოაღდგენისა და ფოტომანიპულაციის კომპანია Phojoe-სთან ითანამშრომლა. ასე, „კლუბ 27-ის“ წევრების ფოტოებზე დაყრდნობით შეიქმნა ფოტოსერია, რომელიც ცნობილ ვარსკვლავებს ხანდაზმულ ასაკში ასახავს.

ამერიკული ბლუზით შთაგონებული როკმომღერალი ჯენის ჯოპლინი 1970 წლის 4 ოქტომბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 75 წლის იქნებოდა.

გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს 75 წლის იქნებოდა.

90-იანების ერთ-ერთი უდიდესი როკმომღერალი კურტ კობეინი 1994 წლის 4 აპრილს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 51 წლის იქნებოდა.

მომღერალი და პოეტი, როკჯგუფ The Doors-ის სოლისტი 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 75 წლის იქნებოდა.
გარდა „კლუბ 27-ის“ წევრებისა, Phojoe-მ სხვა, ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ვარსკვლავების „ხანდაზმული“ გამოსახულებებიც შექმნა:

მუსიკალური მიმდინარეობა რეგის უმნიშვნელოვანესი არტისტი, ბობ მარლი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს 73 წლის იქნებოდა.

მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს მოკლეს. ამ დროს ის 40 წლის იყო, დღეს კი 77 წლის იქნებოდა.

როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 83 წლის იქნებოდა.
წყარო: boredpanda.com











