in

მეცნიერებმა 2800 ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამბავი ასეთია: ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტი DESI-ის გამოყენებით, NOIRLab-ის პროგრამის ფარგლებში, Nicholas U-ს ტელესკოპით ჯუჯა გალაქტიკების ყველაზე დიდი ნიმუში შექმნეს, რომლებიც აქტიურად მკვებავ შავ ხვრელებს მასპინძლობს. 

M2
M2

როცა გალაქტიკის ცენტრში მყოფი შავი ხვრელი გამოკვებას იწყებს, ირგვლივ უზარმაზარ ენერგიას აფრქვევს და გარდაიქმნება იმად, რასაც ჩვენ აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს ვუწოდებთ. ეს დრამატული აქტივობა კი საშუალებას გვაძლევს, ამ პატარა გალაქტიკებში არსებული ფარული შავი ხვრელები გამოვავლინოთ, — აცხადებს რაგადიპიკა პუჩა, იუტას უნივერსიტეტის მკვლევარი.

მეცნიერებმა უპრეცედენტო მონაცემებზე მიიღეს წვდომა, რაც მოიცავს 410 757 გალაქტიკას, მათ შორის 114 496 ჯუჯა გალაქტიკით. აქედან კი 2500 იმ კანდიდატებს შორის მოექცა, რომლებსაც შეიძლებოდა გალაქტიკის აქტიური ბირთვისთვის (AGN) ემასპინძლა — ასე ყველაზე დიდი ნიმუში ხდება აღმოჩენილთა შორის. თუ წინა კვლევებში ამგვარი გალაქტიკების პროცენტული მაჩვენებელი მეცნიერებისთვის 0.5%-ს უდრიდა, ახლა 2%-ს აღწევს.

ცალკეული კვლევით კი, რომელიც კვლავ DESI-ის მონაცემებს მოიცავდა, ასტრონომებმა 200 საშუალო მასის მქონე შავი ხვრელის კანდიდატებს მიაგნეს და ამ მხრივაც იგი ყველაზე დიდ კოლექციას წარმოადგენს…

DESI-ის ტექნოლოგიური დიზაინი მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტისთვის. საშუალება მოგვცა, უკეთ მიგვეახლოებინა გალაქტიკის ცენტრი და აქტიური შავი ხვრელებისთვისაც მიგვეგნო. სხვა ბოჭკოვან სპექტროგრაფებში ვარსკვლავური შუქი შემოდის და აქრობს იმ სიგნალებს, რომლებსაც ვეძებთ. ეს კი ხსნის იმას, თუ როგორ მოვახერხეთ შავი ხვრელების უფრო მაღალი ფრაქციის პოვნა ახლა, — განმარტავს სტეფანი ჯუნი, ასტრონომი.

ჩვეულებრივ ჯუჯა გალაქტიკებში აღმოჩენილი შავი ხვრელები საშუალო მასის მქონედ გვევლინება, თუმცა ახლად აღმოჩენილებიდან მხოლოდ 70 თუ ემთხვევა ჯუჯა AGN კანდიდატებს. ეს ამბავი აღმოჩენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და აჩენს კითხვებს შავი ხვრელებისა ჩამოყალიბებისა და ევოლუციის შესახებ გალაქტიკებში. მათ შორის: არის თუ არა რაიმე კავშირი შავი ხვრელების წარმოქმნის მექანიზმებსა და გალაქტიკის ტიპებს შორის?

ახალი კანდიდატების სიმრავლე კი მეცნიერებს სწორედ ამ საიდუმლოებების გამოვლენაში დაეხმარება, ასე შავი ხვრელების შესახებაც უფრო მეტს გაიგებენ და მათ როლზეც გალაქტიკის ევოლუციაში. 

თიბისი x Amazon Web Services – ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

99 ენაზე თარგმნა, მუსიკების გაზიარება და ფუნქციები, რომლებიც Instagram DM-ს ხვალიდან დაემატება